„ხალხისთვის, რომელთაც უჭირთ აზროვნება, შტამპებივით აქვთ ჩადებული დოქტრინები, რომ ეს ასეა და მორჩა, მათთვის დგება ყველაზე უმძიმესი პერიოდი“

„ხალხისთვის, რომელთაც უჭირთ აზროვნება, შტამპებივით აქვთ ჩადებული დოქტრინები, რომ ეს ასეა და მორჩა, მათთვის დგება ყველაზე უმძიმესი პერიოდი“

ორგანიზებულობა, დისციპლინა, პრაგმატიზმი, ტრადიციონალიზმი, არა სულსწრაფობა, სიჯიუტე და ზღვარგადასული ფანტაზია - ეს ასტროლოგთა თვალით დანახული წლევანდელი ფავორიტის - ხარის დამახასიათებელი თვისებებია.

ახლანდელი ხარის წელი ის იშვიათი გამონაკლისია, როცა მსოფლიო საზოგადოება პომპეზურად არ შეხვდება ახალ წელს ლოკდაუნის, კომენდანტის საათის გამო. რას მოგვიტანს ეს წელი და დაგვეხსნება თუ არა კორონაპანდემია, ამის შესახებ for.ge- ს ასტროლოგიური სკოლის ხელმძღვანელი, ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ესაუბრა.

ასტროლოგთა პროგნოზით, 2021 წელი იქნება რევოლუციური, მიტინგების, აქციების, კრიზისების წელი. რას ელოდებით ამ წლისგან და რას ნიშნავს კაცობრიობისთვის, რომ დაბალი ჰერცებიდან და სიხშირეებიდან თურმე მაღალ ჰერცებში გადავინაცვლეთ, ანუ ბნელი ენერგიების ზონიდან სამყარო სასიკეთო ცვლილებების ზონაში გადავიდა, რადგან მერწყულის ეპოქას მივუახლოვდით?

- ადამიანები ვცხოვრობთ გარკვეულ სიხშირეზე და ახლა მართლაც ხდება ამ სიხშირის ამაღლება, მაგრამ, თუ ადამიანი არ აჰყვა ამ სიხშირეების ამაღლებას, ის დარჩება სიხშირულ- ენერგეტიკულ დისბალანსში. ახლა უკვე მენტალური ეპოქა მოდის, აქამდე გვქონდა წყლის ეპოქა, ეს იყო ემოციური ეპოქა, საიდანაც გადავდივართ მენტალურ ეპოქაში.

ანუ თევზების ემოციური ეპოქიდან გადავდივართ მერწყულის ეპოქაში?

- დიახ, ჯერ იყო ვერძების ეპოქა, მერე იყო თევზების, ახლა კი არის მერწყულის ეპოქა, ანუ უკან-უკან მოვდივართ. მერწყულის ეპოქა არის ზოდიაქოს მეშვიდე ნიშანი, რაც სწორედ აზროვნების, მენტალური განვითარების ეპოქაა. შესაბამისად, ყველა ეპოქას თავისი სიხშირეები აქვს, ადამიანი განვითარების საფეხურებზე უნდა ადიოდეს მაღლა და მაღლა. ვინც ვერ ადის და უჭირს ასვლა, ანუ იმ ხალხისთვის, რომელიც ჩაკეტილია, რომელთაც უჭირთ აზროვნება, უჭირთ ფართოდ გაუხსნან ცოდნას კარი, რომელთაც შტამპებივით აქვთ ჩადებული დოქტრინები, კანონები, რომ ეს ასეა და მორჩა, ამის იქით არაფერი იქნება, მათთვის დგება ყველაზე უმძიმესი პერიოდი, უმძიმესი ეპოქა. ვინც არ უხსნის ცოდნას კარს და არ სურს სიახლის დაშვება, ხისტად და ჯიუტად იფარგლება მხოლოდ ძველი ნასწავლით, მათთვის მძიმე პერიოდია. ეს ადამიანები ვეღარ ვითარდებიან, ვერ ადიან მაღლა, ვერ კომპენსირებენ და არსებული კონსერვატორული აზროვნებით ჩარჩებიან ძველ ეპოქაში. მათთვის არ იქნება გასაქანი ახალ ეპოქაში. ერთიდან მეორე ეპოქაში გადასვლა წლების მანძილზე ხდება და არა უცებ. ამას სჭირდება ეტაპები, ეს ეტაპები დიდი ხანია დაწყებულია.

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი 30 გრადუსისგან შედგება. როდესაც შედის ვექტორი ზოდიაქოს ნიშანში, უკვე იწყება სიხშირის ვიბრაციები, ამ შემთხვევაში, ვექტორი შევიდა უკვე მერწყულის ზოდიაქოს 30-ე გრადუსზე, ეს ჩამოდის თანდათანობით 29, 28, 27 და მერე გადის უკვე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. ჩვენ უკვე მე-20 საუკუნეში დავიწყეთ შესვლა მერწყულის ეპოქაში და დღეს კიდევ უფრო ღრმად გადავედით. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, თევზების ეპოქისგან განსხვავებით, ადამიანებმა ვერ დაიჭირეს ის დადებითი მხარე, რაც ქრისტემ დაუტოვა, ქრისტე იყო გადამყვანი ვერძის ეპოქიდან თევზების ეპოქაში, ქრისტემ ასწავლა ხალხს სიყვარული და თქვა, მე რომ ვეკრობი ჯვარს და ვარ მსხვერპლი, მე უნდა ვიყო ბოლო მსხვერპლი, ვისი სისხლიც დაიღვრება დედამიწაზე, ჩემს შემდეგ არ უნდა დაიღვაროს სისხლი. ადამიანებმა ეს ყველაფერი პირიქით გააკეთეს. თევზების ეპოქა ეს იყო რელიგიის ეპოქა, სულიერი განვითარების პერიოდი, ჩვენ კი მივიღეთ სულიერი დეგრადაცია, როგორც საქართველოში, ასევე, მთელ დედამიწაზე ქრისტიანობის, მუსლიმანობის, იუდაიზმის დოგმებში მოვექეცით. რეალურად, რელიგია ვაქციეთ ბიზნესად, ადამიანების მართვის იარაღად. ამიტომაც ძალზე ბევრი სისხლი დაიღვარა რელიგიის გამო, ანუ ქრისტეს სახელით ანტიქრისტიანული ქრისტიანობის მწარმოებლები და ამ ყველაფრის თანამონაწილეები გავხდით. ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ დოგმებს. ქრისტიანობა ძალიან კარგია, თუკი ნამდვილ ქრისტიანობას გაჰყვება ადამიანი, მას აუცილებლად გაუადვილდება გადასვლა მერწყულის ეპოქაში, მაგრამ დოგმებში კაცობრიობის ცხოვრებამ თავისი შედეგი გამოიღო, ხალხი დააჩლუნგეს, არ მისცეს საშუალება, თავის ტვინის პროცენტული მაჩვენებელი გადასულიყო რაღაც დონეზე, 7 ან 8%-მდე მაინც ასულიყო, ამის გამო ჩვენი ტვინი ვერ ვითარდება. რასაც აკეთებდა თვითონ ქრისტე, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ მსგავსი რაღაცები გააკეთონ, ხალხს ჰგონია, რახან ქრისტე ღმერთი იყო, ჩვენ ღმერთი არ ვართ და ამას ვერ შევძლებთო, სინამდვილეში, ღმერთი ჩვენშიცაა. ამიტომ ეს პრინციპები უნდა წამოვიდეს წინ მერწყულის ეპოქაში, რომ ღმერთი არის ჩვენში, შენ უნდა იღმერთო სხვა ადამიანებზე, ეს კაცობრიობამ უნდა გაითავისოს. მოვა დრო, როცა კაცობრიობა გადავა მონოთეიზმზე, ერთღმერთიანობა დაიწყება დედამიწაზე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა რელიგია ქრისტიანობას ეფუძნება, ეს მონოთეიზმიც ქრისტიანობაზე იქნება დამყარებული?

- იტყვიან, რომ ეს არის ღმერთი და მორჩა. მას არ დაარქმევენ სახელს, ეს იქნება უმაღლესი სული, რომელიც მართავს სამყაროს. ამაზე შეთანხმება მოხდება და დედამიწა მთლიანად გადავა ახალ რელიგიურ სისტემაზე, ეს იქნება მონოთეიზმი. ეს არის ყველაზე სწორი მიმართულება, რაც უნდა მიიღოს დედამიწამ, ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო.

მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ გლობალიზაციაში პატარა ერები ავითქვიფებით? ამ საფრთხეზე ხშირად საუბრობენ ჩვენი სასულიერო პირები.

- ეს იქნება ის სიტუაცია, როცა მე აღარ ვემტერები მუსლიმანს, იუდეველს, არ ვემტერები არავის, მე ვარ ღვთის შვილი, როგორც სხვა დანარჩენებიც არიან ღვთის შვილები. აქ პატარა ერების ათქვეფა სხვა ერებთან არ იგულისხმება, აქ სულიერ განვითარებაზეა საუბარი. აქამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა გასავლელი. ამ ტრანსფორმაციისთვის ჯერჯერობით კაცობრიობა არ არის მზად.

რას მოგვიტანს მერწყულის ეპოქა, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ მომდევნო ორი ათასი წლის განმავლობაში სამეცნიერო აღმოჩენებით გაანებივრებს კაცობრიობას.

- მერწყულის ეპოქა არის მშვიდობის, მეგობრობის, თავისუფლების ეპოქა. ამ ეპოქაში პირველი საკვანძო სიტყვა იქნება თავისუფლება. მერწყული თავისუფლების ნიშანია, ეს არის რევოლუციის, გარდაქმნების, რეფორმების ნიშანი, ახალი ტექნოლოგიების, ახალი განვითარების ნიშანი. ამ ეპოქაში ის ადამიანი დაფასდება, ვისაც აქვს ტვინი, ინოვაცია, კრეატივი და არა ის, ვისაც აქვს ფული. ფული უკვე მეორე და მესამე ხარისხში გადადის. საქართველოში ეს მენტალიტეტი ჯერჯერობით ცუდადაა დაფუძნებული, რადგან, როცა ადამიანს სამსახურში ღებულობენ, პირველ რიგში, უყურებენ, ფეხზე რა აცვია, როგორ გამოიყურება, ტვინს არ უყურებენ, ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ კადრი თავის საქმის კომპეტენტური არ არის. ქართულ მენტალიტეტში ზის ასეთი რამ. ეს უნდა ამოიძირკვოს. თუ არ შევიცვალეთ ეს მენტალიტეტი, ჩვენი ერი და ეთნოსი დიდი რისკის ქვეშ იქნება. ერი და ეთნოსი უნდა აჰყვეს ახალ ტენდენციებს. ახლა მამა- პაპათა დრო აღარ არის. განვითარების პერიოდი მოდის და ევოლუციაა საჭირო ჩვენს მენტალიტეტში, ჩვენს ინტელექტში.

გამოდის, მერწყულის ეპოქა იდეალური ყოფილა, თუკი წარსულს ჩაბარდება სნობური დამოკიდებულება სიმდიდრისა და მომხვეჭელობის მიმართ. სხვათა შორის, კორონაპანდემიიდან გამომდინარე, ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ კაცობრიობა ბევრ რამეს გადააფასებდა და მატერიალურს აღარ ჩაებღაუჭებოდა.

- კორონაპანდემიას მე სხვანაირად ვუყურებ, კორონა ემსახურება იმას, რომ ადამიანები ისევ დაამონონ. ჩვენ გვაქვს კოვიდცენზურა მედიაში, ტელევიზიაში, ფეისბუქზე, ეს უკვე დიქტატურაა, სრული თავისუფლების წართმევაა, ეს უკვე როგორც თევზების, ისე მერწყულის ეპოქის საწინააღმდეგო ფუნქციების შესრულებაა. იმ ხალხმა, რომელიც მართავს სამყაროს, დაიწყეს ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანის ვიბრაციები არ ავიდეს მაღლა. დღეს ხალხს სჯერა კორონავირუსის, რომელიც ამდენ ადამიანს კლავს, რეალურად, ამაზე მეტს კლავს სხვადასხვა ვირუსი, შიმშილი და უწყლოობა. უბრალოდ, კორონას მეშვეობით ხდება ხალხის დამონება, ზომბირება, დეგრადაცია, ტვინის გამოფიტვა. კორონას თემა შემოგდებულია, ადამიანები ამაზე წამოეგნენ. წინასწარ გვეუბნებოდნენ, იქნება კორონავირუსი და ეს თქვა რამდენიმე წლის წინ ბილ გეითსმა, ამაზე წინააღმდეგობა არავის გაუწევია, იქნება მსხვერპლი, მივიღეთ მსხვერპლი, იქნება ვაქცინაცია, ანუ ეს გაფრთხილება იყო, რომ აუცილებლად მოგვთხოვდნენ ვაქცინაციას. ახლა გვპირდებიან, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნებაო, ეს არის სისულელე.

ცალკეულ ქვეყნებში უკვე მართლაც აღრიცხავენ იმ ადამიანებს, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ეს მიანიშნებს, რომ ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ნებაყოფლობითი აღარ იქნება?

- დიახ, მიმდინარეობს ტერორი, დიქტატურა, ეს არის ფაშიზმი, ანუ კოვიდფაშიზმი. რაც ჰიტლერმა გაუკეთა ებრაელებს, ახლა გვიკეთებენ ჩვენ. ოღონდ არა იარაღით, არამედ ყველაზე მეტი რეკლამა კეთდება სწორედ ებრაულ არხებზე, ვითომ იკეთებენ ვაქცინას პირდაპირ ეთერში, ეს არის აფიორა, რადგან ჯერ ნორმალურად არც არის გამოცდილი ის ვაქცინა.

პოლიტიკურად რა გველის, რევოლუციები?

- ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ დავბრუნდეთ 90-იან წლებში. რაც შევარდნაძის დროს იყო, ის სიტუაციაა ახლაც. უბრალოდ, შუქი გვაქვს, მაგრამ სხვა რაღაცები არ გვაქვს, გზები ჩაიკეტა, მიმოსვლა, კომუნიკაციები შეზღუდულია. ჯერ ისედაც რა მუშაობდა, მაგრამ ყველანაირი საწარმო გაჩერდა. საქართველოს ეკონომიკა ქვიშაზე აშენებული სახლია, ტურიზმით ერთი-ორი კაპიკი შემოდიოდა, ისიც გაჩერდა. არ შეიძლება ყველას ჰქონდეს კორონავირუსი, სად წავიდა ჩვეულებრივი გრიპები, ჩვეულებრივი ვირუსები, სეზონური დაავადებები? ყველაფერს მიაწერენ კორონავირუსს. რაც შეეხება მიტინგებს, ორი ტალღაა- საგაზაფხულო და ზაფხულ-შემოდგომის. ახლა წამოიწევს სიღარიბის ასპექტი, რადგან კუროში ხდება მთავარი მოვლენების განვითარება და, ასევე, ხდება მერწყულის ნიშანში, აგრესიული პლანეტებია ერთმანეთთან დაპირისპირებული და ეს იწვევს დიდ ფინანსურ კრიზისს ქვეყნებში, იწვევს სიღარიბეს სოციუმში, საკმაოდ დიდ საპროტესტო აქციებს, ასევე, გამოიწვევს ქურდობას, შეიძლება დაიწყოს მოროდიორობაც ცალკეულ ქვეყნებში. საქართველოშიც არის დიდი ალბათობა, დაიწყონ ქურდობა, ყაჩაღობა, რადგან ხალხი გაჭირვების პირასაა, მშიერია, ამიტომ რევოლუციური ტალღით მოვლენების განვითარების ალბათობა დიდია. ჩვენმა სახელმწიფომ დიდი სირთულეები გადაიტანა და ხელისუფლებამ შეძლო, შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მაგრამ ხელისუფლებას მაინც მინდა მივმართო, იზრუნონ ხალხზე, თორემ აუცილებლად მოხდება სერიოზული რევოლუციური ცვლილებები და ხალხს ვერ გააჩერებენ.

ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რა ელით და როგორ შევხვდეთ ახალ წელს?

- სავსემთვარეობაა ახლა და ამ დროს არ უნდა დავლიოთ ბევრი, არის ავარიების ალბათობა, ზომიერება უნდა დავიცვათ ყველაფერში, რადგან სავსემთვარეობა კრიზისულ სიტუაციებს ქმნის როგორც მოვლენათა, ისე ადამიანის ფიზიოლოგიურ დონეზე, ავარიის მაჩვენებელიც მაღალია ამ დროს, ასევე, მატულობს აგრესიული ფონი. მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვებს, ასეირნონ გარეთ, ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტი რეაბილიტაცია, რადგან ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური წნეხი ბავშვებს დაატყდათ.

11 თებერვალს იწყება ხარის წელი რეალურად?

- 12 თებერვლისთვის იწყება ხარის წელი. ადამიანები ჩვეულებრივ უნდა შეხვდნენ ახალ წელს, ნუ გადაიტვირთავენ საკვებით ორგანიზმს. ეს წელი რთული იქნება ოქტომბრის თვეში დაბადებული მორიელისთვის, ივლისის ლომისთვის, აპრილში დაბადებული კუროსთვის და იანვრის მერწყულისთვის. რაში გამოიხატება ეს სირთულე? ეს არის პერიოდი, როცა ადამიანი ვერ ისვენებს, უნდა სამსახურიდან წამოვიდეს, შეცვალოს ცხოვრება, ტრანსფორმაციის, მოუსვენრობის პერიოდია, სატურნის ასპექტი ქმნის დიდ სირთულეებს კანონებთან ურთიერთობაში, სამართალდამცავებთან შეიძლება მოუწიოთ ურთიერთობა და ერთგვარად ციხის ასპექტებიცაა, ამიტომ განსაკუთრებით ვაფრთხილებ ამ ზოდიაქოს ნიშნებს. პოზიტიური პერიოდი ეწყებათ სექტემბრის სასწორებს, მაისის ტყუპებს, ნოემბრის მშვილდოსნებს, მარტის ვერძებს, მათ შეუძლიათ თამამად იმოქმედონ, დაიწყონ საქმეები, რაც გრძელვადიანი და კარგი იქნება, ამ ზოდიაქოების ბევრი ადამიანი დაქორწინდება, კარგი პარტნიორული კავშირები დაეწყებათ როგორც უცხოეთთან, ისე ადგილობრივ. რაღაც დონეზე მისალოცი აქვთ, ასევე, კირჩხიბებს, მათთვის მძიმე პერიოდი დამთავრდა, სირთულეების რუბიკონი გადალახეს, თუმცა ჯერ კიდევ გრძელდება რთული პერიოდი, განსაკუთრებით, ივლისის კირჩხიბებსთვის, მისალოცად აქვთ საქმე, რომ გათავისუფლდნენ სატურნის მარყუჟისგან. მისალოცად აქვთ საქმე ოქტომბრის სასწორებსაც, ისინი გათავისუფლდნენ სატურნის და იუპიტერის ნეგატიური ასპექტებისგან და მისალოცად აქვთ, ასევე, საქმე აპრილში დაბადებულ ვერძებს. თხის რქაც გათავისუფლდა სატურნის მმართველობისგან. რაც შეეხება ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, თევზებს და ქალწულს ნეიტრალური პერიოდი აქვთ. დადებითი ფონი ეხება სექტემბრის 12-დან 22-მდე დაბადებულ ქალწულებს, მათ აქვთ პოზიტიური პერიოდი.

რაც შეეხება კორონაპანდემიას, მასთან დაკავშირებული პროგრამა იმუშავებს ხუთი წლის მანძილზე. ვაქცინაციით სურთ მოიცვან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომლის სავარაუდო მიზანია დედამიწის მოსახლეობის შემცირება, მაგრამ ადამიანთა რაოდენობის შემცირება ვაქცინაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება და არა მაშინვე. ზოგადად, ადამიანებს დნმ-ში ქრომოსომა გვაქვს, რომ ას წელზე მეტი არ უნდა ვიცოცხლოთ, გარკვეული ასაკის შემდეგ ვიწყებთ დაბერებას, ამ ვაქცინაციამ კი შეიძლება ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს, პატარებში შეიძლება გამოიწვიოს სტერილიზაცია, ანუ მოხდეს მათი კასტრაცია და ვერ გამრავლდნენ. მერწყულის ეპოქა ეს არის ყველაზე უნაყოფო ნიშანი, მერწყულის ეპოქისთვის დამახასიათებელია დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის შემცირება. წინათ ეს ხდებოდა წარღვნის საშუალებით, ახლა კი ბიოლოგიური და ქიმიური ომის საშუალებით. მით უმეტეს, რომ ამდენი ადამიანის რაოდენობა საჭირო აღარ არის, რადგან არსებობენ რობოტები, ქარხნები, საწარმოები უკვე გადადის რობოტულ მუშაობაზე, ცოცხალი მასა აღარ სჭირდება დედამიწას. ამიტომ ჩვენმა „მწყემსებმა“ გადაწყვიტეს, ამდენი ცხვარი აღარ გვჭირდება და მოვიშოროთო.