11 იანვარს კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების მიხედვით, შეხვედრა პუტინის ინიციატივით იმართება.
„დაგეგმილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისა და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების, აგრეთვე სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებს“, - წერია განცხადებაში.