აშშ კაპიტოლიუმის დაცვის უფროსმა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სტივენ სანდს გადადგომისკენ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოუწოდა.
სანდმა აღიარა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრანტთა შეჭრას არ ელოდა და მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არ იყო. ის პოსტს 16 იანვარს დატოვებს.
ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა კონგრესმა მუშაობა მას შემდეგ გააგრძელა, რაც ვითარება კონტროლს დაექვემდებარა და ჯოზეფ ბაიდენი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტად დაამტკიცა.