ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობაში, აშშ-ის გარდა, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნაწილსაც ადანაშაულებს. DW წერს, რომ ირანის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, გენერლის მკვლელობაში თავისი როლი გერმანიამ, ბრიტანეთმა, ერაყმა, სირიამ, ლიბანმა, იორდანიამ, კუვეიტმა და ყატარმა ითამაშეს.
ირანის პროკურორმა, ალი ალქასიმერმა განაცხადა, რომ სოლეიმანის მკვლელობაში მონაწილეობდნენ ბრიტანული უსაფრთხოების კომპანია და გერმანიაში არსებული საჰაერო ბაზა.
2020 წლის 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.