„წარმომიდგენია, კონდოლიზა რაისის ან ჰილარი კლინტონისთვის მაშინდელ ოპოზიციას აქციები რომ მოეწყო, როგორ მოიქცეოდა მაშინდელი ხელისუფლება“

„წარმომიდგენია, კონდოლიზა რაისის ან ჰილარი კლინტონისთვის მაშინდელ ოპოზიციას აქციები რომ მოეწყო, როგორ მოიქცეოდა მაშინდელი ხელისუფლება“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოულოდნელმა ვიზიტმა ოპოზიციაში დაბნეულობა გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველიში არც მეტი, არც ნაკლები მათ მხარდასაჭერად და ხელისუფლებისთვის თითის დასაქნევად ჩამოდის. ოპოზიცია ამ ეტაპზე საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული როგორი დახვედრა უნდა მოუწყოს სტუმარს. იგეგმება მშვიდობიანი აქცია ჯაჭვის თანხლებით, თუმცა, პომპეოს ვიზიტამდე, არ არის გამორიცხული ოპოზიციის იდეა ტრანსფორმირდეს. მანამდე კი, რას პროგნოზირებენ ექსპერტები, რა შეფასებას აძლევენ და რას ელოდებიან ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირისგან, ამ და სხვა თემებზე for.ge-ს ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ამირან სალუქვაძე ესაუბრება.

ბატონო ამირან, მაიკლ პომპეოს ასეთი ნაჩქარევი და დაუგეგმავი ვიზიტი რას ნიშნავს, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ეს არჩევნებ გაყალბებასთანაა კავშირში. როგორ ფიქრობთ, რეალურად, რას უკავშირდება ეს ვიზიტი და რა გზავნილები ექნება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს?

- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი სადმე საწვავის დასამატებლად რომ დაჯდეს, იმასაც კი მისცემენ მნიშვნელობას. ჩვენთან კი, იმდენად არასერიოზულ შეფასებებს აძლევენ, რომ ღიმილს იწვევს. ვის უნახავს სახელმწიფო მდივანი დროს კარგავდეს ან პოლიტიკური პარტიების შესარიგებლად, ან ხელისუფლებების დასატუქსად?! სახელმწიფო მდივანი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. მეცხრეხარისხოვან ამოცანებს კი წყვეტენ თანაშემწეები, თანაშემწეების მოადგილეები. პომპეო ჩადის ამერიკის ტრადიციულ მოკავშირე ქვეყნებში. კერძოდ, ის 10 დღის განმავლობაში საფრანგეთს, თურქეთს, საქართველოს, ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, კატარსა და საუდის არაბეთს ეწვევა. ყველა მათგანი რეგიონის ან მსოფლიო პოლიტიკის მნიშვნელოვანი აქტორები არიან. ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხვედრა ორდღიანი ვიზიტით, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ეხებოდეს, ერთი მხრივ ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რომელიც დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა, მეორე მხრივ რეგიონული პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. რა თქმა უნდა, ამ საკითხების ჩამონათვალში იქნება ის გამოწვევები, რომლებიც კავკასიაში იქმნება ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. ვგულისხმობ მთიანი ყარაბაღის ომს.

რაც შეეხება გზავნილებს, პირველ რიგში, იქნება ჩვენი მეზობლების მისამართით, ტრადიციულად, საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. რაც შეეხება სხვა გზავნილებს, დაველოდოთ ვიზიტს.

გაჩნდა მოსაზრება ექსპერტების მხრიდან, რომ შესაძლოა, საქართველოში ამერიკული ბაზა განთავსდეს, თუ გაქვთ ეს მოლოდინი?

- ჩვენ, ექსპერტებს, ანალიტიკოსებს გვიყვარს ხმაურიანი პროგნოზები. ამ თემაზე წინასწარ აჟიოტაჟს არ ავტეხავდი. მსგავს საკითხებს ხმაური არ უხდება.

დოკუმენტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა, ხომ არ უხსნის გზას რუსულ გავლენებს რეგიონზე და რა იცვლება ახალი მოცემულობით საქართველოსთვის?

- რეგიონისთვის იცვლება, შესაბამისად, საქართველოსთვისაც. რუსეთი დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ 2016 წელს, ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის სამხედრო ბაზები, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაჩნდა, რასაც რუსეთი მისთვის სერიოზულ გამოწვევად აღიქვამს. ერთადერთი კარტი, რომლის გათამაშება შეეძლო რუსეთს, რათა თავისი სამხედრო კონტიგენტი განეთავსებინა აზერბაიჯანში, თურქეთის ბაზების საპირწონედ, ეს იყო ყარაბაღი. გაათამაშა კიდეც. ბევრი წვალება კრემლს არ დასჭირვებია. მთავარი იყო აზერბაიჯანისთვის ხელი არ შეეშალა. შეაჩერა ისეთ დროს, როცა მას ცისფერჩაფხუტიანების კონტიგენტის ჩაყენების საშუალებაც მიეცა, ამავე დროს თავი სომხეთის გადამრჩენადაც გამოაცხადა. დანარჩენი ვიხილეთ. შედეგად მივიღეთ ის, რომ რუსეთის სამხედრო ფორმირებები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოშია, სამი სხვადასხვა სტატუსით: ოკუპანტის, მოკავშირის და ცისფერჩაფხუტიანის. აზერბაიჯანში იქმნება ასევე რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი, რომელიც ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გაუწევს კონტროლს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კონფლიქტი არ დარეგულირებულა, არც გაყინულა. განხორციელდა 1994 წლის რევანში. ანუ, ეს იყო დარეგულირება ომის მეშვეობით. სომხეთში საპროტესტო აქციებია. ამ ეტაპზე, ხელისუფლების ცვლილებების შემთხვევაშიც კი, სამხედრო მოქმედებების განახლების რესურსი არ არსებობს. ამას არც რუსეთი დაუშვებს, რადგან მის ინტერესებში არ შედის. მით უმეტეს, როგორც ჩანს, ნიკოლ ფაშინიანი ჩაახშობს პროტესტს. თუ დარჩება ხელისუფლებაში, მის მიერ გაფორმებულ შეთანხმებას არ დაარღვევს. აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის ირგვლივ სომხეთის მიერ დაკავებული 7 რაიონი, ასევე ყარაბაღის ნაწილი ქ. შუშას ჩათვლით. ყარაბაღის დანარჩენი ტერიტორიის სტატუსის განხილვა ჯერ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა დადგება. თურქეთის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ ყარაბაღი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს.

რეგიონისთვის, საქართველოთვის საფრთხის შემცველია რუსეთის და თურქეთის კონტიგენტები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბოლო დროს, რუსეთ-თურქეთს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია. ჩვენ ვხედავთ მათ დაპირისპირებას სირიასა და ლიბიაში. რა თქმა უნდა, მათ შორის არაა პირდაპირი დაპირისპირება, ესაა, როგორც ახლა ეძახიან, „პროქსი ომი“, ანუ „ომი სხვისი ხელებით“, მაგრამ ვინ გამორიცხავს იგივეს უკვე ჩვენს სამეზობლოში? რუსი პოლიტ-ტექნოლოგები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათთვის საფრთხის შემცველია თურქეთის სამხედრო ბაზები რუსეთის, კერძოდ დაღესტანის მეზობლად. ასეთი ვითარებაა. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას.

ოპოზიცია გეგმავს პომპეოს ჩამოსვლა აქციით აღნიშნოს, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ სტრატეგიულ მოკავშირესთან დახვედრის ეს ფორმა?

- 2010 წელს ჰილარი კლინტონი 6 საათით ჩამოფრინდა და, როგორც მახსოვს, ოპოზიციასაც შეხვდა. არ გამოვრიცხავ, ეს მაშინდელი პრეზიდენტის სურვილიც ყოფილიყო. ამჟამად შეხვედრა არ იგეგმება. თუმცა, თუ ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრა სურთ, ეს არა აქციებით, არამედ საელჩოს მეშვეობით უნდა მოახერხონ. თუმცა, არ მგონია ეს ოპოზიციის ინტერესში შედიოდეს, რადგან პასუხად იგივეს მიიღებენ, რასაც ელჩი აჟღერებს. წარმომიდგენია 2008 წელს კონდოლიზა რაისის, ან 2010 წელს ჰილარი კლინტონის კორტეჟებისთვის მაშინდელ ოპოზიციას აქციები რომ მოეწყო, როგორ მოიქცეოდა მაშინდელი ხელისუფლება. პარტიებს, პოლიტიკოსებს, მათ მომხრეებს მონათლავდნენ პრორუსულებად, კრემლის აგენტებად, პუტინის მონებად. სხვათა შორის, 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, მაშინდელ ოპოზიციასაც ჰქონდა საფუძველი, იმავე მოტივით მსგავსი აქციებით დახვედროდნენ კონდოლიზა რაისს, ან სხვა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს. ასე რომ, მკითხველმა გადაწყვიტოს რამდენად ადეკვატური იქნება პომპეოს მოძრაობის მარშრუტებზე, ან გაჩერების ადგილებზე აქციების მოწყობა. ამბობენ საზეიმო აქციებს მოვაწყობთო, დაველოდოთ, საინტერესოა. „ნაციონალურ მოძრაობას“ კრეატიულობას ვერ წავართმევთ. ვნახოთ, რას მოიფიქრებენ და რა შედეგს გამოიღებს.

 

Top of Form

trampi რას იზავდნენ და ქვას ქვაზე არ დატოვებდნენ..................................................წინაპრების საფლავებსაც კი არ დაუტოვებდნენ
აკი ესე აკეთებდნენ კიდეც!!
ყოველი მიტინგის მერე კოლმეურნეობის მოედნისკენ ან ალექსანდროვის ბაღზე ჩავლილებს, კოდუას და ახალაიას ხალხი, თითქმის ყველას დედას გვტირობდნენ........ბნელ კუთხეში გვტაცებდნენ ხოლმე ხელს, ჩაგვაგდებდნენ მანქანაში, გაგვიყვანდბნენ ხოლმე სადმე ბნელ კუთხეში, ერთი მაგრად დაგვქოთავდნენ ხოლმე და გვაფრთხილებდნენ --- მეორედ მიტინგზე მოსულები არ გნახოთო.....................მაინც მივდიოდი
და ესე იყო თითქმის ყოველდღე
ერთხელ ორხევში ახლადგახსნილ შშს--თან ( ,,ფაჩიკოს გარმონთან,,) ვითომ 26 მაისის ალღუმის ჩატარება უნდა გაგვეპროტესტებინა..ჩვენ იქ დღე გვაყარეეეეეეს--მტრისას , შპალებზე სუ ელმავალით გამოგვეკიდნენ(იქვე რკინიგზის ხაზი გადის) თან ქვის მსროლელთა ბრიგადა მოგვდევდა
და რამდენი ამისთანა ან რომელი ერთი მოვყვე?? 15 ივლისისი(სამმართველოსთან ახალგაზრდების რო დაერივნენ) 6 მაისი, ტყვიებით რომ ხალხს თვალები დათხარეს...... 26 მაისის მიტინგების დროს ტელევიზიის ტერიტორიიდან სუ გრუპა--გრუპა იტაცებდნე ხალხს და ეგრევე კაპეზეში მიაქანებდნენ
და ეს მასინ იმ დროს, ოპოზიცია თავს რო იწონებდა --ჩვენ მიტინგებზე ისეთი წესრიგია, ხიდან ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილაო...
(ეგრეც იყო)
ეხლა??????
ეხლა ამ მავნებლების ე.წ. მიტინგებზე რა წესრიგიცააა კარგად ვხედავთ ...პირიქით პარლამენტის შტურმით აღება უნდოდათ და რატო არ შეგვანგრევინეთ, ეს მშვიდობიანი პროტესტი იყოვო
ან კიდევ ცეეესკოს შენობასთან ..მიანგრმოანგრიეს იქაურობა და წყალი რატომ მოგვასხითო
არა რაააა,......... ამათი გამოსწორება არ იქნება, არა!!!
4 წლის უკან