დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელმაც გამოავლინა ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში ჩაიდინა

დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელმაც გამოავლინა ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში ჩაიდინა

თეა მუდამ იცავდა საქართველოს, ხალხის ინტერესებს და ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში ის გახდა სამიზნე ამ უხამსობით გაჯერებული დეზინფორმაციისა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანმა საზოგადოებისთვის ხელის გულზე დადო ის დანაშაულები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ" წლების განმავლობაში ჩაიდინა.

ქალბატონ თეას ამით არაფერი დააკლდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ ხდება ამ ნაცხროვიდან" ეს მიმართულება ქალბატონი თეას მიმართ. იმიტომ, რომ თეა არის ის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა დროებით საგამოძიებო კომისიას. რომელმაც გამოავლინა და საზოგადოებისთვის ხელის გულზე დადო ის დანაშაულები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში ჩაიდინა. თეა მუდამ იცავდა საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს და ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში ის გახდა სამიზნე ამ უხამსობით გაჯერებული დეზინფორმაციისა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანი აბსოლუტურად ყველას სამართლებრივად და სამართლიანად მოსთხოვს პასუხს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.