მშვიდობა „რუსულად“ და საქართველოს გეოსტრატეგიული გამოწვევები ანუ „კავკასიური ცარცის წრე...“

მშვიდობა „რუსულად“ და საქართველოს გეოსტრატეგიული გამოწვევები ანუ „კავკასიური ცარცის წრე...“

ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სახელმწიფოთა შორის (აზერბაიჯან-სომხეთის) ომად გადაზრდის, ამასთანავე რეგიონში ომის „გადმონთხევის“ საშიშროება რეალურად იდგა, მაგრამ სამხედრო კონფრონტაცია დასრულდა და ამაზე კარგი რა უნდა იყოს - შეწყდა სისხლისღვრა. ეს ვერ მოახერხა ეუთომ, რომელიც შეეცადა დაესვა მხარეები (აზერბაიჯანი და სომხეთი) მოლაპარაკების მაგიდასთან; სამაგიეროდ, ეს განახორციელა რუსეთმა თურქეთთან შეთანხებით. Haqqin.az-ის ინფორმაციით, სპეციალური სადამკვირებლო მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია პუტინსა და ერდოღანს შორის. ამ სადამკვირებლო კორპუსის საქმიანობა რეგლამენტირებულია აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის მეთაურთა საერთო შეთანხმების მე-5 მუხლით. ამგვარად, თურქეთის თავდაცვის ძალებიც განახორციელებენ კონტროლს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე. ამ სამშვიდობო გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში უმძიმესი გეოსტრატეგიული ფონია შექმნილი. რუსეთმა ყარაბაღში გადმოისროლა 1960 კაციანი შემადგენლობა და კიდევ უფრო გაიმაგრა პოზიციები. დაამყარა უფრო მეტი და ძლიერი კონტროლი სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების ხაზებსა და სატრანსპორტო მაგისტრალებზე; ის გააკონტროლებს სატრანსპორტო გადაზიდვებს კონფლიქტის იმ რეგიონში, სადაც ახლა ჯარი შეიყვანა; ალტერნატიული ენერგოტრანზიტის პერსპექტივები გამოიკვეთა აზერბაიჯან-თურქეთს შორის, რაც, შეიძლება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის იზოლაციით დასრულდეს (რუსეთის ამოცანაც ეს არის); მით უმეტეს, ბაქო-ნოვოროსიისკის სატრანზიტო ხაზი უკვე რეალობაა. რეგიონში შემოსულია ასევე თურქეთის ინტერესებიც; სომხეთი დასჯილია „პარტნიორი“ რუსეთის მიერ; სასჯელის მოტივი ევროკავშირისკენ სწრაფვაა; ეს სწრაფვა ეწინააღმდეგება ევრაზიული კავშირის (ნეოკოლონიალისტური რუსეთის) ინტერესებს. აზერბაიჯანი გამარჯვებულია, დაიბრუნა ტერიტორიები (მათ შორის, ყარაბაღის ნაწილი). საერთაშორისო სამართალი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ყარაბაღის ჩათვლით. შედეგი კი ასეთია - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩადგნენ რუსი „მშვიდობისმყოფელები“ მინიმუმ 5 წლით.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ ყოფილა რუსული ჯარი განლაგებული. ეს კი არის რუსეთისთვის შესაძლებლობა, საჭიროებისამებრ, თუნდაც გეოეკონომიკური თვალსაზრისით, იმოქმედოს აზერბაიჯანის წინააღმდეგაც. კასპიის ზღვის ენერგორესურსები რუსეთის ინტერესის სფეროა. ამით საქართველო, როგორც აზერბაიჯანის პარტნიორი, რუსეთმა თავის გეოსტრატეგიულ რკალში მოაქცია. ასეთია „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთის ფუნქცია რეგიონში.

მიმდინარეობს გეოსტრატეგიული ბრძოლა სამხრეთ კავკასიისათვის რუსეთის მხრიდან, რათა საბოლოოდ შეუძლებელი გახადოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების (კავკასიაში: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი; ასევე - უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა) ევროინტეგრაცია და დააბრუნოს ეს ქვეყნები ევრაზიულ კავშირად ტრანსფორმირებულ ძველ გეოპოლიტიკურ სივრცეში. ამისთვის მას აქვს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა (სამხედრო, ეკონომიკური, ინფორმაციული და სხვა) საშუალებები. უპირატესობა, სამწუხაროდ, რუსეთის მხარესაა. მან უნდა შეუქმნას ამ ქვეყნებს არშემდგარი სახელმწიფოების იმიჯი და მოუჭრას გზა დემოკრატიული განვითარებისაკენ. ამისთვის იყენებს ყველა ხერხს (მათ შორის, ბრძოლას მეოთხე სივრცეში - საინფორმაციო ველზე, განსაკუთრებით, რბილი ძალის სახით).

სამხრეთ კავკასიის ფორპოსტი საქართველოა, რუსეთმა აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით „მოკლედ მოაგვარა შფოთი ძნელად მოსაცალებელი“, შეწყვიტა ცეცხლი, კონფლიქტისადმი მოჩვენებითი ინდიფერენტულობით მხარი დაუჭირა ენერგოპარტნიორს (აზერბაიჯანს), დასაჯა ცალი თვალით ევროპისკენ მიმართული სომხეთი, ჩააყენა სამხედრო ძალა და აქედან ახლოა ახლოაღმოსავლეთიც და მასზე კონტროლიც. ამ თვალსაზრისით აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან ერთად გაიმყარა პოზიციები კავკასიაში და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები სამი მხრიდან ალყაში მოაქცია. კავკასიის გეოპოლიტიკურ დაფაზე დღეს საქართველოა მთავარი სამიზნე, როგორც ჯერ კიდევ დემოკრატიის შუქურა სამხრეთ კავკასიაში. საშიში იყო ამ „რეციდივის“ (ასე ფიქრობს რუსული იდეოლოგიური მანქანა) გადატანა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ამიტომ ამის საშიშროება უკვე აღარა აქვს და არც მაინცადამაინც საქართველოა დემოკრატიის შუქურა. ერთი ნაბიჯიღა და იქა ვართ - წარსულში, ძველ გეოპოლიტიკურ ორბიტაზე. ამიტომ ომის გაგრძელება ყარაბაღში აღარ იყო საჭირო. მთელი „გულისყური“ (და ქმედებაც) რუსეთმა უნდა მომართოს საქართველოსკენ, რათა ბოლომდე აღიდგინოს ნაწილობრივ დაკარგული პოზიციები და საერთაშორისო თანამეგობრობას განუცხადოს თავისი პრიორიტეტი სამხრეთ კავკასიაზე.

საქართველო კი არის პოლიტიკურ ჩიხში, რომ აღარაფერი ვთქვათ, ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაზე. ქართულმა სახელმწიფომ ნება დართო ოკუპანტ ქვეყანას საჰაერო კორიდორად გამოეყენებინა საქართველოს ცა „მშვიდობის დამყარების“ ოპერაციის განხორციელებისათვის ანუ, ფაქტობრივად, სამხედროტრანზიტის უფლება გაცემულია. არადა, რუსეთს საზღვარი აქვს აზერბაიჯანთან და შეეძლო ესარგებლა მისი საჰაერო სივრცით. ამით რუსეთმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა და მაშინაც კი გამოიყენებს სამხედრო ტრანზიტისთვის, როცა ამის საჭიროება არ არსებობს. ქვეყნის პირველი დიპლომატი მიესალმა საერთაშორისო ჩართულობას ცეცხლის შეწყვეტაში, მაგრამ ეს ჩართულობა, რეალურად, მხოლოდ რუსეთს ეხებოდა, ის არის ისტორიულად კავკასიაში კონფლიქტების ინსპირატორიცა (რუსეთმა დააპყრობინა სომხეთს ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები) და „მომრიგებელ-მოსამართლეც“ და, ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს საქართველოსთვის რეგიონში რუსული გავლენის გაძლიერება, რადგან ის უკუპროპორციულია და წინააღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანთან, დემოკრატიასა და პროგრესთან. საქართველოზე მომართული საფრთხე გაცილებით დიდია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები - ამ გამოწვეწების წინაშე შეინარჩუნოს წონასწორობა და მთლიანობა მაშინ, როცა რუსეთის მიერ „სამიზნე“ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა არ წარმოადგენს პრობლემას. მოწყლვადია რუსული პროპაგანდისთვის ქართული სივრცე. მთავარი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომ მან არ დაკარგოს გეოსტრატეგიული კურსი, რადგან დღეს სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა ამ თვალსაზრისით უკვე „განეიტრალებულია“ რეგიონში მთავარი მოთამაშისათვის - რუსეთისთვის. ჯერი საქართველოზეა. ეს სცენარი თვისობრივად მაგონებს გასული საუკუნის 20-იან წლებს - სამხრეთ კავკასიის ხელში ჩაგდებას ბოლშევიკების მიერ. დღეს მხოლოდ სიტუაციაა განსხვავებული, ნეოკოლონიალისტური (ევრაზიული) მოდელის ამოცანა უცვლელია - სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის სფეროა და ასე უნდა დარჩეს.

დაკარგავს თუ არა საქართველო Hard Land-ის ფუნქციას რეგიონში, დაკარგავს თუ არა მთავარ ორიენტირს, ახლა, ჩემი აზრით, მთლიანად დამოკიდებულია ქართული საზოგადოების სწრაფვაზე დემოკრატიული, დასავლური ღირებულებებისკენ და ასევე, დამოკიდებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე, ზოგჯერ დაგვიანებულზეც, მაგრამ მაინც მხარდაჭერაზე, რადგან მათ გარეშე არასაკმარისია ქართული საზოგადოების ძალისხმევა - შეინარჩუნოს მთავარი კურსი ისეთ პირობებში:

როცა ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია, პოლიტიკური ბერკეტები, წესით, საკანონმდებლო ორგანოშია, მაგრამ ის დღეს სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც არალეგიტიმურია,

როცა ლეგიტიმაცია მთავრობას აქვს მხოლოდ, მაგრამ ნაკლებია პასუხისმგებლობა არსებული პოლიტიკური ჩიხის მიმართ,

როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ დაბალი პოლიტიკური კულტურაა,

როცა ასიმეტრიული ძალა ახშობს პროტესტს და ეს პროტესტი გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, როცა ჩვენ წინ „გავეშებული დათვია“ და დღეს ჩვენთვისაა მოცლილი, რადგან სამეზობლოში უკვე „დაგვილაგა“ ვითარება და ამისთვის მადლობაც კი დაიმსახურა ოკუპირებული ქვეყნის ოფიციოზისაგან, როცა რეგიონის სხვა პოლიტიკური აქტორებიც გაფაციცებით შემოგვცქერიან, როცა დიდია გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, როცა ჩვენი ნეიტრალიტეტი მეზობელ ქვეყნებთან კითხვითი ნიშნის ქვეშ დგება -

რამდენად შეგვწევს ძალა, გავუმკლავდეთ გამოწვევებს?

ზოგჯერ ყველაზე დრამატული ვითარება უფრო აჩქარებს პოზიტიურ მოვლენებს და მედლის ეს მეორე მხარეც საფიქრებელია, როგორც საუკეთესო შესაძლებლობის ფანჯარა, გაიჭრას დასავლეთისკენ სწორედ ამ კრიზისულ სიტუაციაში. ამასაც ქართული საზოგადოების ძალისხმევა სჭირდება.

 სამხრეთ კავკასიაში ომი შეწყდა (დამთავრებამდე კიდევ შორია, როცა დასჭირდება, მაშინ აამოქმედებს ამ ნაღმს „ფასილიტატორი“, ის აქ დგას და ახლა გაცილებით ძლიერად, ვიდრე ერთი კვირის წინ). „ომი დამთავრდა... უნდა გვეშინოდეს მშვიდობის? „საქართველოში შეიკვრება „კავკასიური ცარცის წრე“ კავკასიის გეოპოლიტიკის პრიზმაში. იჩქარა „მშვიდობისმყოფელმა“ - მშვიდობა „დაემყარებინა“ კავკასიაში დასავლეთის (აშშ) ახალი პოლიტიკური ძალის ამოქმედებამდე, რათა მოასწროს და საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადასწიოს.

ვფიქრობ, საქართველოს აღმოაჩნდება ძალა დასავლელ პარტნიორებთან ერთად, გადაარჩინოს ქვეყანა გეოპოლიტიკურ კოლაფსს.

 

 

Aburjga Tasmanieli შენს წინაშე თუ დათვია ჩემს წინაშეა დარია კლიშინაა და საუკეთესო მოგონებები, სუცხოო თავისუფალ ქვეყანაზე!!! ვინ არის ეს ფუნა, სად ნხულობთ ასეთებს?!
4 წლის უკან
გრიგორი აშკარა ნაცპროფესორია ! მისი აზრით მხოლოდ დიდი მიხეილ შერეკილი გადაარჩენს საქართველოს ! ერთ რამეში კი ვეთანხმები, საქართველოს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და გადარჩენის შანსი მცირეა.არც ევროპისგანაა რაიმე სერიოზული დახმარების იმედი. ერთადერთი შანსი ამერიკა და თუ მისგანაც არაფერი გამოვიდა, მაშინ როგორც ქართველები ვამბობთ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. სხვა გზა უბრალოდ არაა!!! ომი რუსეთთან უაზრობაა და ამაში 2008 წელმა მგონი დაგვარწმუნა. ანუ უნდა "ჩავყვეთ' და იმედი მომავალზე დავამყაროთ !
4 წლის უკან
ზაზა თქვე დედამოტყნულებო, თქვე მონებო, ერთი ადამიან8 არ ამბობს რომ უნდა ვიომოდ. აბა როგორ ვქნათ. ქოცებივით სულ ტრაკი გვქონდეს მიშვერილი?
4 წლის უკან