„თუ ოპოზიციას ახლა არ სჯერა ეუთო-ოდირის დასკვნის, განმეორებითი არჩევნების დროს დაიჯერებენ?“

„თუ ოპოზიციას ახლა არ სჯერა ეუთო-ოდირის დასკვნის, განმეორებითი არჩევნების დროს დაიჯერებენ?“

8 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლას ოპოზიცია ძალის გადამეტებად აფასებს, ხელისუფლება კი მიღებული ზომების ადეკვატურობაზე საუბრობს და აქციის მონაწილეებს ჯებირის მონგრევაში, ქვების, ბლაგვი საგნების სროლასა და ცესკოს შენობაში შეჭრის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას მომიტინგეთა პირისპირ და რა მოუტანა ოპოზიციას საპროტესტო ტალღამ, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ესაუბრა.

არაერთი ხელისუფლების დროს გვინახავს საპროტესტო აქციების დაშლა, მათ შორის, გადამეტებული და სასტიკი დარბევების მეთოდებითაც. ამჯერად რამდენად ადეკვატური იყო წყლის ჭავლის გამოყენება მომიტინგეთა მიმართ?

- ჩემი აზრით, შეცდომა იყო ოპოზიციური ძალების მხრიდან, როცა მათ რუსთაველზე დაშალეს აქცია და ცესკოსკენ გადაინაცვლეს. საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი მათი მხრიდან. ჩვენ დავინახეთ, არჩევნები სცნო ეუთო-ოდირმა, სადამკვირვებლო მისიებმა, საელჩოებმა, იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადება, იყო მოლოცვები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, ოპოზიცია კი ცდილობს ამ ყველაფრის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას. შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოძახილიც, ალბათ, მათ საწინააღმდეგოდ იქნება.

რაც შეეხება ცესკოში შეჭრის მცდელობას, მიზანს ვერ მივხვდი, ამ შეჭრით რას მიაღწევდნენ? ცესკოს თავმჯდომარე იმ დროს იქ არ იმყოფებოდა. მოლოტოვის კოქტეილების მსგავს ბოთლებს ისროდნენ ოპოზიციონრები, აღარაფერს ვამბობ ქვებსა და დედის გინებაზე. იყო მცდელობა პოლიციის ჩამოშლის. როცა შედიან უშუალო კონტაქტში პოლიციასთან და მათ დემორალიზებას ცდილობენ, ესეც უკანონო ქმედებაა. ძალისმიერი ქმედებები აშკარა იყო, შეიძლება, რომელიმე ტელევიზიას არ აწყობს ამის დანახვა, მაგრამ გადართონ სხვა არხებზე და იხილავენ განსხვავებულ კადრებს. წყლის ჭავლი არის ერთ-ერთი სპეციალური საშუალება, მეორე საშუალებაა ხელკეტები და ცემა-ტყეპა. ქვების და ბოთლების სროლის საწინააღმდეგოდ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? რასაც ისინი ისროდნენ, მოლოტოვის კოქტეილების მსგავსი იყო, არ იყო მთლად ხარისხიანი. ნახონ ეს კადრები. უნდა იცოდნენ, როცა ბოთლებს ესვრიან და მანქანების შუშებს ამტვრევენ, რას უნდა ელოდნენ ხელისუფლებისგან? ეს ყველაფერი იყო პროვოცირებული და ძალიან წამგებიანი. გადახედონ სოციალურ ქსელებს, იმ ადამიანების პოზიციებს და შეფასებებს, რომლებიც არ გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი ლოიალურობით, მოისმინონ საერთაშორისო თანამეგობრობის და საელჩოების შეფასებები, ისინიც კი არ იწონებენ ოპოზიციის საქციელს.

საბოლოო ჯამში, რას მიაღწევენ ოპოზიციონრები, რომლებიც განაგრძობით საპროტესტო აქციაზე საუბრობენ? ოპოზიციამ საკუთარი მომხრეების მობილიზება მოახდინა ამ აქციაზე, მაგრამ პარტიული ინტერესის გარდა თუ ჩანდა საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილგანწყობა ამ აქციის მიმართ?

- ჩვენ მივეჩვიეთ ხალხის მასებით პოლიტიკური მიზნების მიღწევას, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. ეს მიდგომა მუდმივად გვამყოფებს ყირგიზეთის სცენარის ახლოს, მუდმივად ვიტრიალებთ ამ წრეზე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა თემასთან მიმართებით უნდა არსებობდეს საპროტესტო აქციები, გამოსვლები, ეს გამოხატვის თავისუფლებაა და პარტიების გადასაწყვეტია, როდის, რა საკითხებთან დაკავშირებით მოახდენენ თავიანთი ამომრჩევლის მობილიზებას. პარტიები ჯამურად როცა იღებენ თითქმის ნახევარს მთელი ელექტორატის, რა თქმა უნდა, მათ უნდა შეეძლოთ რამდენიმე ათასი ადამიანის და მეტის გამოყვანა ქუჩაში. 3 ათასს გამოიყვანენ, 5 ათასს, 10 ათასს, არ ვთვლი ამას მნიშვნელოვნად. თუ იმაზეა საუბარი, რომ ასეთი საკითხები ხალხის მასებით წყდება, აგერ, სომხეთში ვიხილეთ, როცა ლამის მთელი ერევანი ქუჩაში იდგა და არა მხოლოდ ერევანი, სხვა დიდ ქალაქებშიც მთელი სომხეთი დადგა ქუჩაში, შეიცვალა ხელისუფლება, კმაყოფილები უნდა იყვნენ თუ არა, ეს ცალკე საკითხია, შედეგებიდან გამომდინარე.

ჩვენც მოვაწყვეთ რევოლუცია, ვართ კმაყოფილნი? თუ შევარდნაძის პერიოდზე უკეთესი ცვლილებები განხორციელდა, ეს კარგი ყოფილა, მაგრამ ამას ახლდა სხვა ნეგატივიც. მე არ მინდა რევოლუციურ მუხტზე მივიღოთ შედეგები. არც არის სავალდებულო, რომ რევოლუცია შედგეს, მე რევოლუციურ მუხტს ვგულისხმობ. ამ მუხტით მიღებული შედეგები არ ასახავს მოსახლეობის განწყობას და ვიღებთ ჭარბ ძალაუფლებას რომელიმე პარტიის სასარგებლოდ.

და, როგორც წესი, არავინ იცის, რევოლუციურ ტალღაზე ვინ მოვა ხელისუფლებაში.

- ეს ცალკე თემაა, ვინ მოვა ხელისუფლებაში. 2003-შიც ძალიან ბევრი პარტია და პოლიტიკოსი იდგა რუსთაველზე, მაგრამ ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი. შემდეგ იქ მდგომი პარტიებიდან რამდენი დარჩა ხელისუფლებაში და საერთოდ კოალიციაში, ეს ყველაფერი ვიხილეთ. ფაქტობრივად, დღეს თითქმის ისევ ისინი დგანან ერთად და ამას ემატება მათთან შეერთებული რამდენიმე ახალი მოთამაშე. 2003 წელს ჩატარდა 96%-ით რევოლუციურ ტალღაზე მოსული პრეზიდენტის საპრეზიდენტო არჩევნები, რა მოგვიტანა ამან? ამიტომ არ არის ჭარბი მხარდაჭერა სასარგებლო. დღევანდელი ცვლილებები, რომელიც ახალი საარჩევნო სისტემით გვაქვს, როცა საკონსტიტუციო უმრავლესობას ვეღარ იღებს ერთი პარტია, ზუსტად იმის გაკვეთილია, რომ ზედმეტი ძალაუფლება ერთ პარტიას აღარ ჰქონდეს. 2012-შიც, როცა ჩატარდა არჩევნები, რატომ მიიღო „ოცნებამ“ ჭარბი ძალაუფლება? იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ რევოლუციურ განწყობაზე მოვიდა წინა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ახლაც ასეთი განწყობები თუ იქნა, ხელახალი არჩევნები იმავე არასწორ შედეგს დადებს და ხელახალ წრეზე წავალთ ერთ წელიწადში თუ არა, 2 და 3 წელიწადში. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ რეჟიმში საკითხების გადაწყვეტას. მესმის ის დარღვევები, რაც დაფიქსირდა, მაგრამ უნდა დაგვანახონ, ეს დარღვევები რამდენი პროცენტია, 2-3%-ია, 22%, თუ 42%? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხალხი ძალიან კარგად გრძნობს სამართლიანობას, 1- 2- 3%- ია ცდომილება, თუ 30% და მეტი? ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა დგება მიუღებელი შედეგი, ადამიანებს არ სჭირდებათ მოწოდება, დარჩნენ სახლში თუ არა და ხელისუფლებაც ამას გრძნობს. დღეს 5 ათას კაცს შეკრებ, თუ 15 ათასს რუსთაველზე, ეს ვერ ქმნის იმ მუხტს, რომ თურმე ვაზანზარებთ ხელისუფლებას. მე არც ხელისუფლების განცხადებები მომწონს, როცა რიცხოვნობაზე აკეთებენ აქცენტს, ეს არასწორია. ერთი ადამიანის პროტესტიც რომ იყოს არჩევნებთან დაკავშირებით, მას უნდა გასცენ პასუხი. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, არჩევნები აღიარა სადამკვირვებლო მისიებმა, დავუშვათ, ახალი არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, იმიტომ კი არა, რომ 3 ათასმა, თუ 7 ათასმა ადამიანმა მოითხოვა და თურმე ამ მუხტს ვერ გაუძლო ხელისუფლებამ და დათანხმდა ხელახალ არჩევნებს, უბრალოდ, წავიდნენ ამ პოლიტიკურ ნაბიჯზე და, ვთქვათ, დანიშნეს ახალი არჩევნები, ვის ვიწვევთ დამკვირვებლებად? ისევ ეუთო-ოდირს? თუ ახლა არ მოგვწონს 31 ოქტომბრის არჩევნების დასკვნა ეუთო-ოდირის მხრიდან, ორ თვეში რატომ უნდა მოგვეწონოს?

სხვათა შორის, ნაციონალების მხარდამჭერი „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელიც მოუწოდებს ოპოზიციას, სჯობს, იმედგაცრუება პარლამენტში გამოხატონ, ვიდრე პარლამენტს გარეთ...

- არა მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიამ“, ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც, პოლონეთმაც იგივე გაიმეორა, ესენი ტრადიციულად ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები არიან, ამას ემატება საელჩოების განცხადებები, მიუხედავად მძიმე არჩევნებისა აშშ-ში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა გააკეთა განცხადება, რომ ეთანხმებიან ეუთო-ოდირის შეფასებას. ჯერ არ მინახავს რევოლუცია და რევოლუციური განწყობა მსოფლიოში, თუ მას არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. როცა ბელორუსზე საუბრობენ და სხვა ქვეყნებზე, ჩვენ ხომ ვნახეთ დასავლეთის შეფასებები ბელორუსის არჩევნებთან დაკავშირებით? მსგავსი რამ საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს. რაც შეეხება შედეგებს, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდიდან მოყოლებული, მუდმივად ვსაუბრობ ახალ ძალებზე, განახლებაზე. მარტო იმით, რომ სადღაც გადაკეთებული თუ შეცდომით დაწერილი ოქმები ნახეს, მუხტი არ იქმნება, უნდა იყვნენ ძალები, რომლებსაც გაყვება ხალხი. ახლა კი სიტუაცია ასეთია, ვაის გავეყარე, უის შევეყარეო...

ისევ სააკაშვილი გვთავაზობს საკუთარ თავს და ოპოზიციისგან „ნებართვას“ ითხოვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

- ეს გამოიკვეთა კიდეც მთელ ამ საუბრებში, ჩართვებში, ფარულ ჩანაწერებში, რომ ერთი პირის სცენარით და კარნახით მოქმედებს ყველა ოპოზიციური პარტია. ამას წინათ „გირჩმა“ გააკეთა განცხადება, ერთ-ერთი პოლიტიკოსის რევოლუციაზე არ დავდგებიო და საშინელი დღე დააყარეს ფეისბუკში, მიდიოდა ლანძღვა, გინება, მუქარა, „გირჩიც“ გამოვიდა და აქციაზე დადგა. 50 ბიულეტენს თუ ოქმს რომ გამოფენენ, ან თუნდაც 200 ოქმს 3500-დან, ეს მე არაფერს მეუბნება. თუ მექანიკური შეცდომები იყო, ეს გასაგებია, მაგრამ, თუ განზრახ იყო გაყალბება, უნდა დაისაჯოს ყველა. ეს ყველაფერი თუ ერთად არ იქნება თავმოყრილი და არ შეფასდება, ასე ცალკეულად სურათს არ მაძლევს მე პირადად, როგორც ერთ მოქალაქეს და ვერ ვიტყვი, ამ არჩევნებს არ მივიღებ-თქო. ოპოზიცია ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა, არჩევნების წინ პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა, რომ წაგებას არ მივიღებთო, ეს არის კატასტროფა. მსოფლიოში ეგზიტპოლები და სოციოლოგიური კვლევები მოიგონეს იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები მისაღები ყოფილიყო საზოგადოებისთვის, რათა მუდმივად რევოლუციურ წრეზე არ ეტრიალა სახელმწიფოს. თუ სწორი სოციოლოგიური კვლევებია, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ შედეგს, არჩევნებზე ვადარებთ ამ კვლევებს და, როცა მიახლოებულია, ვამბობთ, რომ მოლოდინი გამართლდა. ამას ემატება ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა. როცა გადავხედავთ ამ შედეგებს, დაახლოებით შედეგი ერთი და იგივეა. სოციოლოგიური კვლევების ცდომილება 2-3%-ია. დავუშვათ, ის რაც გაფორმდა არჩევნებზე, არ არის ზუსტი, რამდენი პროცენტია უზუსტობა სოციოლოგიური კვლევებიდან გამომდინარე? საუბარი იქნება 2-3-4%-ზე, მაქსიმუმ, შეიძლება ჯამურად ყველა პარტიისთვის ერთად აღებული 5% იყოს ცდომილება, ეს 5% არ არის რევოლუციური მუხტი, ამ 5% ცდომილების გამო ვერ ვიტყვით, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო. ამ ცდომილების გადამოწმება ცესკოსა და სასამართლოს მეშვეობით შეიძლება. საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით შეიძლება თავიდან გადაითვალოს ბიულეტენები. თუ „ქართულ ოცნებას“ მოაკლდება ხმები, ის გადავა ოპოზიციაში, თუ მოემატება, გაიმყარებს უმრავლესობას. დალუქულ ბიულეტენს ხომ ვერ წაიღებენ ვერსად, დათვალონ ხმები. თუ ახლა არ გვჯერა ეუთოსი, განმეორებითი არჩევნების დროს დავუჯერებთ? მაშინ დსთ-დან მოვიწვიოთ დამკვირვებლები?

დღეს ბაიდენს ულოცავენ გამარჯვებას, მაგრამ მიმდინარეობს სასამართლო დავები და, თუ შედეგი შეიცვლება, როგორც ბაიდენს მიულოცეს, ისე მიულოცავენ ახალ პრეზიდენტს სამართლებრივი გზით გადათვლილი ხმების შედეგად. ახლა ხელისუფლება ამბობს, ბევრი ხალხი არ გყავთო, ოპოზიცია ირწმუნება, ბევრი ხალხი გვყავსო, მიმდინარეობს ელექტორალური შეჯიბრი. სხვათა შორის, აქციაზე რომ მოიყვან 20 ათას კაცს, ეს არ ნიშნავს, რომ 20 ათასივე მოგივა არჩევნებზე. ამიტომ უნდა მივყვეთ მოვლენებს სამართლებრივად, უფრო მეტი განვითარებისკენ. ამას მოგვიწოდებენ ის ქვეყნები, რომელთა დემოკრატიაც მოგვწონს. ვიმეორებ, თუ ასე არ ვიმოქმედებთ, მაშინ იქნება ყირგიზეთი. სულ ახლახანს ყირგიზეთში მოხდა რევოლუცია და ხელისუფლების სათავეში მოექცა გასამართლებული ადამიანი, ის გამოვიდა ციხიდან და დღეს სახელმწიფოს მეთაურია, ჩაატარებს ახლა „არჩევნებს“ და მიიღებს 99%-იან შედეგს. აქეთკენ წასვლა არ მინდა. თუ გადაითვლება ხმები და სხვა შედეგი დადგება, ანუ მობრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“, ამასაც შევეგუებით, თუკი ეს ხალხის არჩევანი იქნება. თუმცა, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ გაითავისა საკუთარი შეცდომები და დანაშაულები. ეს რომ დამენახა, გაცილებით პოზიტიური დამოკიდებულება მექნებოდა.

 

trampi იან კელი - როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხო, სრული ლუსტრაციაა! მისეული არიან რუსეთზე ყველა მხრიდან! უნდათ მოკლან- დაშალონ, დააქუცმაცონ და მისი წიაღისეულ და სხვა სიმდრეებს დაეპატრონონ! მაგრამ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, რუსეთი სიმშვიდეში უძლურდება და ომში ძლიერდება! სადღაც ცხრა ზღვას და მთას იქიდან უტიფრად იძახიან საქართველო, კავკასია ჩვენი სტრატეგიული ინტერესების სფეროა, აქ ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთო. ხოლო იმას, რომ რუსეთსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ინტერესები ან თავი მაინც დაიცვან, ამას უკნონოდ მიიჩნევენ და სანქციებს უწესებენ! საჯდომში, ფერდში, თავში სულ სადგისის გაყრას ცდილობენ!
4 წლის უკან