„ბაიდენი უფრო პრინციპული იქნება, ის ჩვენს თავს არ დაუთმობს რუსეთს“

„ბაიდენი უფრო პრინციპული იქნება, ის ჩვენს თავს არ დაუთმობს რუსეთს“

ფოსტით გაგზავნილი ხმები, არაორდინალური სიტუაცია და ამერიკული არჩევნების ქართული შლეიფი, როცა თვით დონალდ ტრამპიც კი ირწმუნებოდა, მე გავიმარჯვე, მაგრამ გამიყალბეს არჩევნებიო.

ამერიკულ არჩევნებში ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილი ტრამპს უჭერდა მხარს, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს სასარგებლოდ ხისტი ნაბიჯების გადადგმა უფრო ტრამპისგან იყო მოსალოდნელი, ვიდრე ლიბერალების მფარველი ბაიდენისგან.

რატომ უთხრა ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებზე უარი ამერიკის მოსახლეობამ დონალდ ტრამპს, ერთ დროს ქარიზმატულად მიჩნეულ ლიდერს, რომელსაც ამერიკა ამერიკელებისთვის უნდოდა და რას შეცვლის ამერიკელთა ახალი ფავორიტი - ჯო ბაიდენი საქართველოსთვის?

ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცეს მსოფლიოს ლიდერებმა, თავშეკავება გამოხატა პუტინმა. შესაძლოა, ეს იმითაც აიხსნას, რომ ბაიდენმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობის განმტკიცების და ნატოს გამოცოცხლების სურვილი გამოთქვა. თუმცა არც ძველი წყენაა გამოსარიცხი, როცა უკრაინის მხარდამჭერ ბაიდენს პუტინისთვის უთქვამს, „მე მგონი, თქვენ სული არ გაქვთ“. ბაიდენმა მრავალჯერ გააკრიტიკა პუტინი მეზობელ ქვეყნებში შეჭრის გამოც.

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სერიოზული გეგმებით მოდის, რომ ამერიკული სული აღადგინოს, ამერიკა კვლავ პატივსაცემი გახადოს მსოფლიოში და გაყოფის ნაცვლად გააერთიანოს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ, როგორც დემოკრატების მომხრეს, ძალიან გაუხარდა ბაიდენის გამარჯვება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, დონალდ ტრამპი გეოპოლიტიკურად აზროვნებდა, ბაიდენი კი აზროვნებს ღირებულებებით - დამოუკიდებელი სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, ადამიანის უფლებები. ამიტომ ბაიდენი და დემოკრატები აუცილებლად შემოგვთავაზებენ მკაცრ, მაგრამ სანდო პოლიტიკას, ანუ ისინი მოგვთხოვენ, გავხდეთ დემოკრატიული სახელმწიფო.

„ტრამპმა ვერაფერი გაგვიფუჭა, რადგან კონგრესი გვიცავდა და სენატი. ტრამპი, როგორც გეოპოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანი, ფიქრობდა, რაც ჩემია ჩემია, მაგრამ, რაც ჩემი არაა, სხვისი იყოს. ვენესუელა ჩემია და რუსეთი ნუ ყოფს ცხვირს ვენესუელაში, კუბა ჩემია და რუსეთი ნუ ყოფს ცხვირს კუბაში, სამაგიეროდ, მე არ შევყოფ ცხვირს კავკასიაში, დაახლოებით ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს, ეს ყარაბაღის კონფლიქტის დროსაც გამოჩნდა, მოასწრო ტრამპმა, ეჩვენებინა, რომ ყარაბაღი მას ნაკლებად ეხებოდა. ამ ფონზე ვფიქრობ, ბაიდენი უფრო პრინციპული იქნება, ის ჩვენს თავს არ დაუთმობს რუსეთს, თუ ჩვენ არ გადავალთ რუსეთის მხარეს. ვიდრე ჩვენთან იქნება ბრძოლა დემოკრატიისთვის, ის მხარს დაგვიჭერს, მაგრამ, თუ საქართველო წავა რუსეთისკენ, მიხვდება, რომ ქართველები არ არიან მზად დემოკრატიისთვის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ამასთან, იხსენებს ბაიდენის მკაცრ განცხადებებს პუტინის მიმართ, რომ ის არის ჩამოსხმული კგბ-შნიკი. თუმცა ბაიდენს ახლა მოუწევს პოზიციების შერბილება.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ბაიდენი არანაკლებ ქარიზმატულია, ვიდრე ტრამპი. უფრო მეტიც, ბაიდენი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია ამერიკაში, 73 წელს გახდა კონგრესმენი და მას შემდეგ პოლიტიკიდან არ წასულა. ბაიდენი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.

„ამერიკაში ქარიზმატული ლიდერები მოქმედებენ, ობამაც ქარიზმატული იყო, თავის დროზე კენედიც ასეთი იყო, ამერიკაში ქარიზმატულობა მუშაობს, მაგრამ ქარიზმის გარდა გუნდია, მარტო ქარიზმატული ფიგურა არაფერს არ აკეთებს. იქ სასამართლოები, დემოკრატიის სხვა დონეა“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მთელ მსოფლიოში რეალობის ჰიბრიდიზაცია ხდება და ერთი რეალობა აღარაა. ადრე, კლასიკურ ეპოქებში არსებობდა ობიექტური რეალობა და ამ ობიექტური რეალობის აღქმა ხდებოდა საზოგადოების მიერ. ახლა ასე აღარაა, რამდენიმე ინტერსუბიექტური რეალობა არსებობს თვით ერთი ქვეყნის შიგნითაც კი.

„არსებობს სხვადასხვა იდენტობა, ახლა იქამდე მივიდნენ, რომ 27 მარტო გენდერული იდენტობაა აღწერილი. ანუ მამაკაცის და დედაკაცის სქესები კი არ არსებობს მხოლოდ, არამედ 27 სქესი. ამდენ იდენტობას შორის ყველას თავისი სიმართლე აქვს და ძალიან ძნელია თანაარსებობა. თანაც, ეს არის საინფორმაციო ეპოქა და ამ იდენტობებს ფართო გავრცელება აქვს. აქედან გამომდინარე, ტრამპი იძახის, მე მოვიგე არჩევნები და ტყუილია, თითქოს წავაგეო. ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები ოკეანის გაღმა, ამერიკის პოლიტიკა და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არსებითად არ შეიცვლება. ეს არ არის დამოკიდებული ტრამპსა და ბაიდენზე, პოლიტიკური მოცემულობაა, რომ ამერიკა და საქართველო განწირულნი არიან სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ამერიკას თავისი ინტერესები აქვს ჩვენს რეგიონში და საქართველო სჭირდება, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს კი, მით უმეტეს, თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაცვის გარანტად სჭირდება აშშ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, რადგან ტრამპმა ვერ გაიმარჯვა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს რაიმე ემუქრება. პირიქით, შეიძლება ერთი მხრივ კარგიც იყოს, რადგან საქართველოში მმართველი პარტია მემარცხენეა, მას უფრო მეტი საერთო აქვს დემოკრატებთან, ვიდრე რესპუბლიკელებთან. ამიტომ დემონიზაცია არ ღირს, რომ ბაიდენი ლიბერასტი და გლობალისტია და თურმე მამათმავლები მოვლენ.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა ტრამპი, მაგრამ ეს ამერიკის გადასაწყვეტია. იმედია, შალვა ნათელაშვილი, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ ტრამპი პუტინის ლობისტია, პირიქით არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ბაიდენი თურმე მამათმავლების ლობისტია“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

 

Aburjga Tasmanieli მარაზმი!
4 წლის უკან
DDDzia ეს კონფლიქტოლოგ-ანალიტიკოს-პოლიტიკოსები მართლა ასეთი სირები არიან, თუ თავს იყ&ევებენ?
4 წლის უკან
არაგველი641 განგაში:
ბმული
4 წლის უკან
trampi იან კელი - როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო
4 წლის უკან