დღეს საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სპეციალისტების მიერ, კვლავ კრიტიკულად ფასდება. ყოველდღიურად იზრდება, როგორც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე გარდაცვალების შემთხვევები. იმატებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, თუმცა, სპეციალისტების ნაწილი არსებულ ვითარებას მძიმედ აფასებს და ამბობს, რომ თუკი პროცესი ასე გაგრძელდება, ქვეყანაში მოსალოდნელია კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტის შექმნა, რადგან იზრდება ასევე მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებიც.
შესაბამისად, შესაძლოა ჯანდაცვის სისტემამ არსებულ ვითარებას ვერ გაუძლოს და შეიქმნას კოლაფსი, რაც ჩვენთვის დიდი ალბათობით, ძალიან არასასიამოვნო შედეგით დასრულდება. მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საწოლ ფონდის დეფიციტი არ არსებობს და ჯანდაცვის სისტემა ამ ყველაფერს კარგად უმკლავდება.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. ინფექციონისტების ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკური მუხტის აწევა, ყოველდღიურ რეჟიმში ხალხმრავალი შეკრებები და ადამიანების ახლო კონტაქტი ინფიცირების შემთხვევათა სერიოზულ ზრდას გამოიწვევს. სამწუხაროდ, გაიზრდება გარდაცვალების შემთხვევებიც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პაატა იმნაძე როგორც საზოგადოებას, ასევე პოლიტიკოსებს მოუწოდებენ დაიცვან წესები. თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკურ ველზე კორონავირუსის არსებობას დიდ მნიშვენლობას არ ანიჭებენ. ამის ფონზე კი იმასაც ვამჩნევთ, რომ ინფიცირდებიან პოლიტიკოსები, რომელთაც სწორედ ამ შეკრებებზე, უშუალო და პირდაპირი კონტაქტი უამრავ ადამიანთან აქვთ ხოლმე.
გავიხსენოთ ბოლო შემთხვევა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომლის შემთხვევაშიც კორონავირუსი უსიმპტომოდ მიდიოდა, შეხება ჰქონდა უამრავ ადამინთან, იგი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ყველა საპროტესტო აქციაზე.
ქვეყანაში ამოქმედდა გარკვეული შეზღუდვებიც: სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. მეტიც, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს დამატებით აკრძალვების ამოქმედებას და ერთ-ერთი შეზღუდვა შესაძლოა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერაბაც კი იყოს.
ინფიცირების შემთხვევათა მატების ფონზე, კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ საქართველოში „იტალიის სცენარის“ განვითარებაზე, რასთანაც სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, დღეს რეალურად ყველაზე ახლოს ვართ.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქეყანაში „იტალიის სცენარი“ მოსალოდნელი არ არის, რადგან საქართველოში არსებობს კლინიკების მარაგი. თუმცა, როგორც მან For.ge-სთან განაცხადა, ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, რაც საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის შედეგად არის მოსალოდნელი.
„კიდევ არის მარაგში კლინიკები. თუ საჭირო იქნება კიდევ გაიხსენება, მაგრამ ამ ეტაპზე, კმაყოფილდება ყველა, ვისაც სჭირდება. ინფიცირების კლება არ არის და არც ველოდები შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ძალიან ბევრ ადგილას არის ხალხმრავლობა, რაც ასევე ძალიან ხშირია.
ხალხმრავალი ადგილები და მჭიდრო კონტაქტები ძალიან უწყობს ხელს ვირუსი გავრცელებას. ვხედავთ, რომ შეკრებაზე ბევრს სამედიცინო ნიღბები არც უკეთიათ და რომც ეკეთოთ, მათ შორის ძალიან მჭიდრო კავშირია.
ამასთან, ნიღაბი შეიძლება არ იყოს სწორად მოხმარებული ან იყოს მრავალჯერადად გამოყენებული. ძალიან ბევრი ნიუანსია. ხალხმრავალი შეკრებები ძალიან უწყობს ხელს ინფექციის გავრცელებას და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაოდენობაც გაიზარდება“, - განაცხადა ენდელაძემ For.ge-სთან.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე მიიჩნევს, რომ „იტალიის სცენართან“ საქართველო ძალიან ახლოსაა, რადგან შესაძლოა გაიზარდოს ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა.
მისივე თქმით, მოსალოდნელია როგორც კლინიკებისა და საწოლ ფონდების დეფიციტის შექმნა, ასევე სამედიცინო პერსონალის, რადგან გამოვლენილი შემთხვევებიდან გარკვეული რაოდენობა სწორედ მედპერსონალს შეადგენს.
როგორც For.ge-სთან საუბრისას ვატო სურგულაძემ განმარტა, თუკი პროცესი ასე გაგრძელდება, საბოლოოდ შესაძლოა ქვეყანაში აღარ გვყავდეს ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც კოვიდპანდემიის მართვაში იღებს მონაწილეობას.
„აბსოლუტურად მოსალოდნელია „იტალიის სცენარის“ განვითარება, თუ იგივე მმართველობა დარჩა ამ ჯანდაცვის სიტემასა და ქვეყანაში. არ იციან მართვა, ვერავითარ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. თუ იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, შემდეგ ამის აღსრულება უჭირთ. ამიტომაც, შეიძლება ყველანაირი სცენარი განვითარდეს ქვეყანაში, მათ შორის ძალიან ცუდი და ძალიან მძიმეც.
ჩემი აზრით, ესენი (ხელისუფლება) დაკეტავენ ქვეყანას და გამოაცხადებენ „ლოკდაუნს.“ დღეს 2000 ადამიანში 171 სამედიცინო პერსონალი იყო. თუ ასე გაგრძელდა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალი აღარ გვეყოლება. ისეთი რამ არ მინდა განმეორდეს, რაც იტალიაში მოხდა. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქე არც ერთი წუთით არ უნდა რჩებოდეს მარტო პირისპირ კოვიდინფექციასთან.
პროცესი იმან უნდა მართოს, ვინც იცის მართვა. ვისაც შეუძლია დაგეგმვარება, რისკების გამიჯვნა და შემდეგ დადებული გეგმების აღსრულება. წავა „იტალიის სცენარი“, - ექიმები არ გვეყოლება, უამრავი პაციენტი დარჩება სახლში და წავა ინფექციის გადაცემა. გაიზრდება სიკვდილიანობა, - ეს ყველაზე ცუდი სცენარია, რაც კი შეიძლება მოხდეს“, - განგვიცხადა ვატო სურგულაძემ.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.
„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო