„სააკაშვილმა - რა მოგივიდათ, აზერბაიჯანმაც ილოცოს და ჩვენც ვილოცოთ, რა მოხდა მერეო, ამის მთქმელი ნორმალურია?!“

„სააკაშვილმა - რა მოგივიდათ, აზერბაიჯანმაც ილოცოს და ჩვენც ვილოცოთ, რა მოხდა მერეო, ამის მთქმელი ნორმალურია?!“

საგარეჯოს რაიონის ყოფილი მიწათმომწყობი, ალექსი მათიაშვილის განცხადებით, მან ივერი მელაშვილს გადასცა რუკა, რომელიც ადასტურებდა, რომ ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი არის საგარეჯოს რაიონის განკარგულებაში. მისი თქმით, ეს იყო უნიკალური რუკა, რომელიც მელაშვილმა მიზანმიმართულად გადამალა.

for.ge ალექსი მათიაშვილს ესაუბრა.

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970–80–იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ბატონო ალექსი, რა შეიცვალა მელაშვილი–ილიჩოვას მონაწილეობით?

ალექსი მათიაშვილი: მე მოგიყვებით სიმართლეს დავით გარეჯის შესახებ. 1974 წლიდან ვმუშაობდი საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად. ვიღაცეებმა ისე გააკეთეს და დღესაც ურცხვად ამბობენ, რომ დავით გარეჯი ტერიტორიულად აზერბაიჯანს ეკუთვნისო, ეს ყოველგვარი აბსურდია. როდესაც საპროექტო სახელმწიფო ინსტიტუტში ვმუშაობდი, ივერი მელაშვილთან მქონდა შეხება. ის მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ რაიონის მთავარ მიწათმომწყობად რომ დამნიშნეს, გავიგე, რომ მელაშვილი იყო საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე. დავურეკე მელაშვილს და ვუთხარი – ივერი, არ შეცდე საგარეჯოს რაიონის საზღვრის დადგენაში, ძალიან გთხოვ ჩამობრძანდი ჩემთან, მე მაქვს ზუსტი რუკა და გათხოვებ-თქო. რა თქმა უნდა, ჩამოვიდა და რომ ნახა ეს რუკა, დაჭყიტა თვალები, ძალიან კარგი რუკა არისო.

რას ამბობდა რუკა, რომელიც მელაშვილს გადაეცით?

– ჩიჩხიტური, რომელზეც ადრევე ჰქონდა აურზაური აზერბაიჯანს, პრობლემა წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დროს. როგორც ვატყობ, დავით გარეჯი და ჩიჩხიტურიც გაყიდულია სააკაშვილის მიერ. იმ რუკით, რომელიც მელაშვილს მივეცი, ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი, ადგილი, სადაც 300 ბერი ჩახოცეს, სწორედ საგარეჯოს რაიონის განკარგულებაში იყო. გარდა ამისა, ამ რუკით ბერთუბნისკენ გადადიოდა 200–300 მეტრით, რომელიც ახლა აზერბაიჯანის ტერიტორაზე არის.

ბერთუბნისკენ გადადიოდა საზღვარი, შემდეგ აუხვევდა პირდაპირ და კლდეკარზე ადიოდა, მერე საზღვარი მოდიოდა ჩრდილოეთის მხარეს. როცა ჯანდარიდან გადმოვიდა მეურნეობა, ამათ რუკა უკვე შეცვლილი ჰქონდათ ისე, რომ სადაც 300 ბერი ჩახოცეს, პირდაპირ ამ კლდეზე გაატარეს საზღვარი და ერთი საბინაო მოწყვიტეს. არადა, აზერბაიჯანის რუკაზე ეს საბინაო არ იყო.

გაიხსენეთ სააკაშვილის სიტყვები – „რა მოგივიდათ, აზერბაიჯანმაც ილოცოს და ჩვენც ვილოცოთ, რა მოხდა მერეო“... როდის იყო, რომ ისლამური რწმენის ადამიანი ქრისტიანულ ეკლესიაში ლოცულობდა, ეს ხომ აბსურდია. ეს იმიტომ თქვა, რომ ხალხი გაჩუმებულიყო. როგორც ახალგორი, კოდორის ხეობა და 150 ქართული სოფელი გადასცა რუსეთს და თქვა - რა იყო ქვის გროვები დავკარგეთ, სხვა ხომ არაფერიო, ისე გადასცა დავით გარეჯი აზერბაიჯანს.

როცა დავით გარეჯელმა შექმნა ეს კომპლექსი, ღმერთს ეხვეწებოდა, რომ წყალი წამოსულიყო, რადგან იქ მობინადრე ხალხი მწყურვალი იხოცებოდა. ღმერთმა შეისმინა დავით გარეჯელის ლოცვა და წყალი წამოვიდა. დაარწყულა ხალხი და ასე გადაარჩინა დავით გარეჯელმა ხალხი. დღესაც წვეთ–წვეთობით მოდის წყალი იმ ადგილას. ნუთუ ჩვენი დავით გარეჯის უნიკალური კომპლექსის ისტორია არ იცოდა სააკაშვილმა, სანამ გაყიდდა ჩვენს სალოცავს?!

რუკა, რომელიც მელაშვილს მივეცი, იმ რუკით გასწორდება არა მარტო დავით გარეჯის და ჩვენი საზღვრები, არამედ დავით გარეჯიდან კიდევ 200–300 ჰექტარი მოემატება ჩვენს მხარეს.

ბრალდებული მელაშვილი აცხადებს, რომ რუკები მოძველებული იყო და ამიტომ, ვერ ვსაზღვრავდითო...

– რუკა არასოდეს მოძველდება. რუკა არის ერთი და იგივე ფორმაში. შეიძლება ქაღალდი დაძველდეს, მაგრამ ნახაზი არ ძველდება. სად გაგონილა, რომ რუკა ძველდებოდეს! როცა რუკებს ვადგენდით, იმ წლებში ვაზიანში იყო სპეციალური სამხედრო სკეჩი, სადაც ინახებოდა აეროფოტო გადაღების ფოტოპლანები, თითოულ ფოტოპლანზე იყო აღრიცხული 250 ჰექტარი. საზღვარს რომ ვადგენდით, ისე ვადგენდით, რომ მომიჯნავე მხარეც იქ უნდა ყოფილიო.

მელაშვილმა თქვენს მიერ გადაცემული რუკით არ ისარგებლა, მაგრამ დაგიბრუნათ ის რუკა?

– არა, არ დამიბრუნა. მეტიც, ტელეფონის ნომერიც გამოცვალა, რომ არ დამერეკა. დამემალა.

ბატონო ალექსი, შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელი წელი იყო, როდესაც დაურეკეთ მელაშვილს და გადაეცით რუკა?

– სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო. სპეციალურად თქვა მელაშვილმა, რომ რუკები მოძველებულიაო. რუკა კი არა, თვითონ არის მოძველებული. მოძველებული ტვინი აქვთ, დააყაჩაღეს საქართველო! 91 წლის კაცი ვარ, სადმე რომ შევხვდე ივერი მელაშვილს, მუშტს ჩავარტყამ ცხვირ–პირში. იმიტომ, რომ ეს არის უგუნური ადამიანი. მე, ახლაც მაქვს სახლში რუკა, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ როგორც ჩიჩხიტური, ისე დავით გარეჯი საგარეჯოს განკარგულებაშია. აბა მომიტანოს მელაშვილმა ის რუკა, თუ სწორი არ არის! დამიმტკიცოს მელაშვილმა, რომ მოძველებულია ის რუკა, რომელიც მივეცი და აი, მაშინ მოხვდება ცხვირ–პირში!

ის რუკა ერთადერთი მქონდა, წაიღო და არ დამიბრუნა. მეტიც, არც ამ რუკით არ ისარგებლა. დამალა, მიჩქმალა ნამდვილი რუკა და ისარგებლა არასწორი რუკით. ის ილიჩოვაა თუ ვიღაც ეშმაკია, ქართულიც რომ არ იცის, ორივე სამუდამოდ უნდა ჩასვან. გაზეთებში წერენ, რომ უდანაშაულონი არიანო, უდანაშაულო კი არა, ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ მათ ჩაიდინეს. ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყველამ უნდა აგოს პასუხი.

გამოძიებამ დაგკითხათ?

– პროკურატურიდან იყვნენ ჩემთან, მათ ყველაფერი მოვუყევი და რუკებიც წაიღეს.

ბატონო ალექსი,როგორ ფიქრობთ, რა მექანიზმით აღმოჩნდა ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯნულ მხარეს? ნინო კალანდაძე აცხადებდა, რომ ეს ტერიტორიები ისტორიულად აზერბაიჯანის საკუთრება იყო და, რომ ეს სადავო არ არის...

– აბსურდია რასაც კალანდაძე ამბობს. რუკები არ არსებობს, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ შექმნეს, ახლა შექმნეს და აზერბაიჯანულ მხარეს მოაქციეს ჩვენი სალოცავი. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილმა გაყიდა დავით გარეჯი. ამ გარეწარმა კაცმა გვითხრა: რა მოგივიდათ, ჩვენც ვილოცოთ და აზერბაიჯანელებმაცო, ამის მთქმელი ნორმალურია?! თუ ფული არ იყო ინტერესი, მაშინ რატომ იტყოდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს არისო?! მე მრცხვენია მაგათ მაგივრად, ისეთი დანაშაული ჩაიდინეს. სააკაშვილმა ბევრი რამე გააფუჭა საქართველოში, ძალიან ბევრი.

ეს მელაშვილი დამნაშავე არის იმაში, რომ ის რუკა არ გამოიყენა, რომელიც მივეცი, იყენებს სხვას და ამბობს, რომ რუკები მოძველებული იყოო და აეროფოტო გადაღება საზღვრის ხელახალი გავკეთეთო. ეს არის ტყული, არაფერი ხელახლა არ გაკეთებულა, რადგან ეს რუსეთთან ერთად უნდა გაკეთებულიყო. იმიტომ, რომ მთლიანი ეს რუკები და ფოტოპლანები, მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვშია. ვაზიანში განლაგებული იყო რუსეთის ჯარი, იქ იყო მთელი ფოტოპლანები, რომ წავიდნენ თან წაიღეს და იმის შემდეგ არანაირი ახალი რუკა არ შექმნილა. ამათ რა გააკეთეს ღმერთმა იცის. საზღვრის გადაცემა არის დიდი დანაშაული, ყველა ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა, ვინც ეს საქმე გააფუჭა, ყველა უნდა დაისაჯოს.

Aburjga Tasmanieli ხელისუფლებავ, ამ ადამიანს - ალექსი მათიაშვილს გაუფრთხილდით, გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეთ! მოწინააღმდეგე მხარე - ნაცმოძრაობა - ევროპული საქართველო ყველაფერზე, ყველა სიბინძურეზე წამსვლელები არიან! ვინმეს ეჭვი გეპარებათ?!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სადემარკაციო კომისია, ყველა ვინც 1996 წლიდან ამ საზღვრის ( სხვა საზღვრებისაც) დემარკაციაზე მუშაობდნენ, უკლებლივ ყველა, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მერე ვინც შეძლებს და თავის უბრალოებას დაამტკიცებს გათავისუფლდებიან. ვისაც დაუმტკიცდება მიიღებენ საკადრის სასჯელს! ახლანდელი ე.ი. სააკაშვილის დროინდელი კანონმდებლობით ასეა, ბრალდებულმა მხარემ უნდა იმართლოს თავი!!!!!!!!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამ დავით გარეჯის ამბავს უშუალოდ არ ეხება, მაგრამ მაინც!
იმედი მაქვს ეს ბოლო აღვენებია ჩვენს სამშობლოში! ამის მერე დამთავრდება ეს დემოკრატიული ვაკხანალია - პლიურალიზმი, მედია თავისუფლება, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები ... და საერთოდ ეს ნაგავი დემოკრატია! დამყარდება ნორმალური ავტოკრატიული მმართველობა და თუ გაგვიმართლებს, თუ ღმერთი გადმოგვხედავს ხელისუფლებაში მოვა ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსი ადამიანი!
4 წლის უკან
არაგველი641 ანუ რა გამოდის? ჯერ გადასცემდნენ აზერბაიჯანს დავით გარეჯს და მერე გაუცვლიდნენ ალაზნისპირა ტერიტორიაში? ვითომ "რა მაგარი ბიჭები" ვართო?
ამაში კი მიიღებდნენ 80 მილიონს? აზერებიც კმაყოფილები დარჩებოდნენ და ეს არაკაცებიც.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli იმედი მაქვს ეს ბოლო არჩვენებია ჩვენს სამშობლოში! ამის მერე დამთავრდება ეს დემოკრატიული ვაკხანალია - პლიურალიზმი, მედია თავისუფლება, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები ... და საერთოდ ეს ნაგავი დემოკრატია! დამყარდება ნორმალური ავტოკრატიული მმართველობა და თუ გაგვიმართლებს, თუ ღმერთი გადმოგვხედავს ხელისუფლებაში მოვა ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკოს მსგავსი ადამიანი!
4 წლის უკან