“ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ რამდენიმე საათში გაანადგურა ათეულობით ჰექტარი. ცეცხლის კერა ოზურგეთში გაჩნდა და მალევე გადავიდა ჩოხატაურში, რასაც ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო”, - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა.
“საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, სახანძრო რაზმები, სამართალდამცავები და მოსახლეობა, ხელისუფლება, ყველა მობილიზებულია. ამ ეტაპზე ცეცხლს ჩვენი ძალებით ვუმკლავდებით, თუმცა არ არის გამორიცხული სამაშველო სამსახურები სხვა რაიონებიდანაც გამოვიძახოთ”, - აღნიშნა გუბერნატორმა.
“ხვალ ადრე დილითვე განვაახლებთ სამაშველო ოპერაციებს”, - გვითხრეს საგანაგებო სიტუაციების სამსახურში.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ხანძარი მიზანმიმართულად არის გაჩენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ თვეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის ტყეს, ერთი კვირის განმავლობაში 5-ჯერ გაუჩნდა ცეცხლი და ხუთივეჯერ – სხვადასხვა ადგილას.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკეთესობა არც ახლა იგრძნობა. საარჩევნოდ დაპირებული “მოგვარებული პრობლემები” დღეს არავის ახსოვს. სატყეო სამმართველომ საშეშე ტერიტორია რამდენიმე დღის წინ გამოყო და ისიც ისეთ ადგილებში, სადაც სამანქანო გზა თითქმის არ არსებობს, რაც იმის ნიშანია რომ ბევრ ადამიანს ზამთრის უშეშოდ გატარება მოუწევს. გასათვალისწიენებელი ისიც, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ერთი ავტომანქანა შეშა 600 ლარიდან 800 ლარის ფარგლებში იყიდება.