სად არის მეცნიერებათა აკადემია?!

სად არის მეცნიერებათა აკადემია?!

მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, მაინც ჩნდება კითხვები, რა ინტერესები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს? რატომ არიან ისინი ზოგისთვის სერგო ორჯონიკიძეები, ზოგისთვის სინდისის პატიმრები? სად არიან ღვაწლმოსილი მეცნიერები, აკადემიკოსები, ან კონკრეტულად, მეცნიერებათა აკადემია ხმას რატომ არ იღებს, მისი ტრადიციული სიჩუმე რით აიხსნება?

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე განმარტავს, რომ მეცნიერთა ნაწილს ხელი აქვს მოწერილი გარკვეულ დასკვნებზე, დოკუმენტებზე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენთან მეცნიერება დაკნინებულია, განსაკუთრებით, ისეთი წმინდა მეცნიერება, როგორიცაა პოლიტიკური მეცნიერებები, ან კარტოგრაფია.

„მეცნიერები ამოიღებენ ხმას, მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაბამისი გარემო. ასეთი გარემო არ არის შექმნილი. ეს თემა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არის ქცეული წინა ხელისუფლებასა და ამ ხელისუფლებას შორის. საკითხის მიმართ დუღს ვნებები და ცნობილი გამოთქმაა, „როცა ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდება“. ეს ორი ადამიანი, ბატონი მელაშვილი და ქალბატონი ილიჩევა, რა თქმა უნდა, არ იყვნენ ამ პრობლემის გადამწყვეტნი. შესაძლოა, მათ ჰქონოდათ საკუთარი ხედვები, შეიძლება მართლაც სჯერა და სწამს მელაშვილს, რომ შეიძლება უარესი არგუმენტები წამოვიდეს აზერბაიჯანის მხრიდან, თუკი ჩვენ 1938 წლის რუკაზე გავაკეთებთ აპელირებას, მაშინ გვითხრან, რა არის ის სხვა ვერსიები. აქვე ყურადღება უნდა მივაქციოთ გარკვეული წრეების ბიზნესინტერესებს, მათ შორის, ალიევთან დაკავშირებულ და სერიოზული პოზიციების მქონე ფაშაევის თუ სხვა ოჯახების ბიზნესინტერესებს აზერბაიჯანში თუ საქართველოში“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსის თქმით, აზერბაიჯანთან მიმართებით იკვეთებოდა საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ბიზნესმენების ინტერესები გადაზიდვებთან, ენერგომატარებლების არა მარტო ტრანზიტთან, არამედ საქართველოში მიწოდებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიაა ნავთობისა და გაზის იმპორტის მონოპოლისტი, სხვა მხრიდანაც შემოდის ნავთობპროდუქტები, ვთქვათ, გაზი რუსეთიდანაც შემოდის, მაგრამ ძირითადი პარტნიორია აზერბაიჯანი და აქ მონოპოლისტია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“, რომელშიც თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა სერიოზული წილი. ბადრის გარდაცვალების შემდეგ თანდათან ეს წილი აღმოჩნდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიების და ადამიანების ხელში, რომელთა მფლობელობაშიც, სავარაუდოდ, დღესაც უნდა იყოს ეს აქტივები. ამიტომ ამ ბენეფიტების გათვალისწინებით, ვაჟა ბერიძე არ გამორიცხავს, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის რამდენადმე მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად წინა ხელისუფლებას საჭიროდ მიეჩნია გარკვეული დათმობის აუცილებლობა, მათ შორის, გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

„უანგარობის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეიძლება მომხდარიყო. თუმცა არის მეორე ვარიანტიც, რომ დავით გარეჯის დათმობა ანგარებით ხდებოდა გარკვეული ბიზნესინტერესების გამო და კარტოგრაფებმა უბრალოდ შეასრულეს მითითება, რათა დათმობის მიმართულებით წაეყვანათ თავიანთი კვლევა-ძიება. მე არ მინდა ხმამაღალი სიტყვების გამოყენება - სახელმწიფო ღალატი, მოღალატე, ხალხის მტერი, ეს ძალიან ცუდ პერიოდს მახსენებს, არც იმის მომხრე ვარ, მაინცდამაინც ეს ასაკოვანი ადამიანები ცხრაკლიტულში ისხდნენ, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს. თავისუფლად შეიძლებოდა ამ ადამიანების გამოშვება და მათი ნამოქმედარის შეფასება ციხის გარეშე“,-აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ანალიტიკოსს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს კარტოგრაფების საქმესთან მიმართებით მრავალი კითხვა უჩნდება, მათ შორის, მეცნიერებათა აკადემია არსებობს კი საერთოდ? თუ ის პენსიონერების კლუბია, სადაც საბჭოთა მეცნიერები არიან, რომლებიც საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავენ?

ამდენად, კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ანალიტიკოსი არც ელის მეცნიერთა მხრიდან გარკვეული პოზიციების გამოხატვას. მისი აზრით, ამ საქმეში ბევრი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემაც აფიქრებინებს, რომ ეს ხალხი ციხეში არ უნდა ისხდეს.

„შეიძლება მართლაც ბევრი გადაცდომა იყო, მაგრამ დანაშაული არ შემდგარა. წარმოიდგინეთ, რომელიმე ბიზნესმენი რომელიღაც ჩინოვნიკს ტენდერში გასამარჯვებლად აძლევს ქრთამს, ანუ ბიზნესმენი კანონს არღვევს, ჩინოვნიკიც იღებს ქრთამს და კანონს ისიც არღვევს, თუმცა უცებ აღმოჩნდება, რომ ბიზნესმენი ტენდერში ვერ იმარჯვებს, რადგან ჩინოვნიკი გადააგდებს, ან ჩინოვნიკს ბიზნესმენის დახმარება არ გამოუვა, რადგან გარემოება შეცვლილია. ფაქტია, ბიზნესმენი ვერ იმარჯვებს ტენდერში და ითხოვს, ჩინოვნიკმა ქრთამი დაუბრუნოს, ის კი აგდებს მას და პოლიციით ემუქრება. ბიზნესმენს მტკიცებულება არ აქვს, რომ ფული მისცა ჩინოვნიკს, ფარული ჩანაწერიც არ გაუკეთებია, ამიტომ დაიკარგა ჩინოვნიკისთვის მიცემული ფული. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის შედეგი არ დამდგარა. ბიზნესმენს ტენდერში რომ გაემარჯვა ან კანონიერად, ან უკანონოდ, მაშინ შედეგი დადგებოდა და პროკურატურას შეეძლო გამოძიების დაწყება უკვე შემდგარ ფაქტზე. ასევეა კარტოგრაფების საქმეც. ამ საქმეში შემდგარი ფაქტი არ არის, ამდენად, რას იძიებს გამოძიება, როგორ ჩააბარეს გარეჯი აზერბაიჯანს? არ ჩაუბარებიათ, ეს ამ საქმეში არ ჩანს. ვინ გადაიხადა მილიონები? ფულის გადამხდელი აზერბაიჯანელებიც არ ჩანან, რომელთაც სააკაშვილს ფული მისცეს და სააკაშვილმა არ მისცა გარეჯი. ჰაერს იძიებენ? ეს არის ჩემთვის უცნაური“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსის აზრით, თუ სააკაშვილმა მილიონები აიღო, თუ კარტოგრაფებმა რაღაც დამალეს, შედეგი რა არის? დავით გარეჯის თემა ხომ არ არის გავლილი, შეთანხმებული და ხელმოწერილი? ამიტომ პროკურატურა რას განიხილავს?

„გულახდილად გითხრათ, სააკაშვილისგან კარგს არაფერს ველი, მას შეიძლება უამრავი რამ დავაბრალოთ, მათ შორის, მკვლელობებიც და იგი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ ამ ეპიზოდში არ ჩანს არავის ბრალეულობა ერთადერთი მიზეზის გამო - შედეგი არ დამდგარა. დანაშაული არ შემდგარა. ამდენად, ერთადერთი გამართლება წინასაარჩევნო კამპანიაა. არჩევნები მოდის, ამიტომ ვიღაცას სჭირდება ქულების ჩაწერა, მაგრამ, ვინც ეს დაგეგმა, ბუნებრივია, ვერ დაგეგმავდა ყარაბაღის ომს, ამ დროს კი ყარაბაღში აიწია ტემპერატურა და გარეჯის საქმეს სხვა შეფერილობა მიეცა, ვიდრე უბრალოდ წინასაარჩევნო კამპანიის ეპიზოდია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli ზაქარეიშვილს რომ მაგალითი მოჰყავს, .... წარმოიდგინეთ.... და მერე თავისი ჭკუით რაღაცას მსჯელობს ახლა ამის შემდეგ ეს კაცი ნორმალურია?! შეგვიძლია ნორმალურად ჩავთვალოთ?! დედას გაფიცებთ ყველას ვინც ამას წაიკითხავთ თუ გაქვთ საშუალება დაეხმარეთ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შედეგი როგორ არ დამდგარა?! პაატა, დადგნენ იქ ის აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, დღესაც იქ დგანან! სააკაშვილი იყო პრეზიდენტი როცა ფერდობის ძირიდან ფერდობის თხემზე ამოჩოჩდნენ! ეს კაცი გამაგიჟებს!
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი პაატა ზაქარეიშვილო! ბრალი წარდგენილია არა ტერიტორიის გადაცემისთვის, რაც დე იურე არ მომხდარა, არამედ ქმედებისთვის, რაც აქეთკენ იყო მიმართული. ეს უკვე დასრულებული დანაშაულია. რომ დაცლოდათ ნაცებს, სსკ-ს ამ 307-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწნებულ ბოროტმოქმედაბასაც ცაიდენდნენ და ტერიტორიას დე იურეც გადასცემდნენ უცხო სახელმწიფოს. ასევე - თუ ტეორიულად წარმოვიდგენთ (პრაქტიკულად ეს შეუძლებელია), რომ ნაცები ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ისინი დაწყებულს ბოლომდე მიიყვანენ. ეს აშკარაა მათი დრევანდელი რიტორიკიდანაც კი.
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი წინა კომენტარში უნდა ეწეროს სსკ-ს 308-ე მუხლი.
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი სსკ-ს 308-ე მუხლი :" 1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით."
4 წლის უკან
ლაზი "ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის რამდენადმე მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად"-ო? ამის დამწერი ფიქრობს რომ "ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა" რამენაირად უზრუნველყოფილია? თუ ასეა მაშინ რატომ ვკანკალებთ, არიქა ამ თემას ნუ ააქტიურებთ, ვინმეს რამე არ ეწყინოსო?!
და კიდევ: ხან იძახიან ხალხი კარტოგრაფები არიანო, სხვები ამბობენ კარტოგრაფები კი არა მიწათმომწყობები არიანო, ვიღაცები მათ მეცნიერებად მოიხსენიებს (თუ ასეა აკადემიას ნამდვილად უნდა ეთქვა ორიოდ სიტყვა ამ საკითხზე). ადამიანებს სახელწიფო საზღვრის დადგენა ჰქონდათ მინდობილი და მათი პროფესია და კვალიფიკაცია ვერ დაგვიდგენია!?
4 წლის უკან
Katana . სასაცილო მდგომარეობაშია ზაქარეიშვილი: დათვს კი უყურებს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს მისთვის, რადგან კვალს ვერ ხედავს!
არ არის კვალი - არ არის დათვი! მორჩა!
ახლა, ქედზე თუ აზერები დგანან ავტომატებით და ჩვენს მომლოცველებს ჩვენს სიწმინდეებთან არ უშვებენ, ეს რა საბუთია, ნუ გადარიეთ კაცი!..
4 წლის უკან
გრიგორი სისულელეს წერ ზაქარეიშვილო ! შედეგი დამდგარია, საზღვრის გარკვეული მონაკვეთები შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა !!! რაც შეეძლოთ კარტოგრაფებს, თავისი ნაწილი მათ გ ა ა კ ე თ ე ს !!! მათ არ შეეძლოთ ალიევთან ერთად ხელი მოეწერათ, ან რატიფიკაცია გაეკეთებინათ. მათ გააკეთეს ის, რაც შეეძლოთ გაეკეთებინათ ! მეორე, ისინი უნდა იყვნენ ციხესი, რადგან თუ გარეთ იქნებიან შეძლებენ ხელი შეუშალონ გამოძიებას. ციხიდან კი ვერ შეძლებენ ზემდგომებთან შესაძლო გარიგებას. ფაქტი შეიძლება ერთ რამეს შეადარო. ვთქვატ მე ცეცხლს ვუკიდებ სახლს, ხოლო იქადან გამოვარდნილი სახლი პატრონი უნდა მოკლას სხვამ. ის ვერ ასრულებს თავის წილ საქმეს, ვერ კლავს სახლიდან გამიოქცეულს, მაგრამ მე ხომ ჩემი საქმე შევასრულე??? ასევე თავისი საქმე შეასრულეს მელაშვილ-ილიჩოვამ !
4 წლის უკან