გაზეთი "ალია" დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის საავტორო წერილს, რომელიც მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ეხება. კადრების გამოქვეყნების მიზეზებზე, მისი შექმნის სქემაზე, პროკურატურის არჩევანზე, თუ რატომ წარუდგინა უწყებამ საზოგადეობას მხოლოდ სექსუალური უმცირესობის ამსახველი კადრები და ვისი ინტერესების დასაცავად მოხდა კადრების განსაჯაროება - ჟურნალისტი საზოგადოებას ვრცელ მასალას აწვდის.
"ჯი-ეიჩ-ენი" სტატიის საგაზეთო ვერსიას აქვეყნებს:
მართლაც ასეა საქმე - "იყო დრო დამომენტი, ევას ტყ...ვდა დომენტი, შეიცვალა მომენტი, ევამ მოტ...ა დომენტი"... ვისაც რა გინდათ თქვით, მაგრამ ფაქტია, ზუსტად ასე გამოუვიდა "მეოცნებე" პროკურატურას იმ ამაზრზენი კადრების გავრცელების შემდეგ. ოღონდ ესაა, დომენტი კი არა, ნაციონალები კი არა, ის ადამიანები, ვისაც ნაციონალები აშანტაჟებდნენ, მოექცნენ ქვევით, ზემოდან მათაც "მეოცნებე" სისტემა იმ მეთოდით დააჯდა, როგორც ნაციონალური სისტემა აჯდა!
დიახ, ეს ასეა და ამ თემაზე კამათი არ ღირს! ვისაც რა უნდა ის თქვას, ვისაც რომელი ნავიდან უნდა იმ ნავიდან დაიწყოს გინება, "მეოცნებეებს" შეუძლიათ ნაციონალი დამიძახონ, ნაციონალებს - პირიქით, თქვენს ჯინაზე მაინც არ ვიტყვი: ბოზის შვილი ვიყო, ჩემი დედა მოვ...ნ სიმართლეს თუ არ ვამბობდე-მეთქი. ვინც ეს კადრები გადაიღო და ვინც ეს კადრები გამოამზეურა, იმათ უფრო შეერგებათ გინება...
ჰოდა, გინება შესაგინებელს და არა სამართლიანად მაგინებელს!
რას ემსახურებოდა ამაზრზენი (მერე რა, რომ სახეები გადაფარული იყო) კადრების გავრცელება, შემთხვევით მოხდა, დაემთხვა თუ მიზანმიმართულად გავრცელდა ეს კადრები მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა შეყვარებულების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფირებისა და აყვანილი ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე დაიწყო ლაპარაკი?
როგორ იღებდნენ ამ ფირებს, ვინ იყო ამ საქმეში ჩათრეული, როგორ "კერავდნენ" და სად არჩევდნენ "საკბილოს"? რა ნიშნით? როგორია ამ ბინძური საქმის სქემა? ვინ უფრო დამნაშავეა - კადრების გადამღები თუ გამავრცელებელი? შეეძლო თუ არა პროკურატურას ამ კადრების გავრცელების გარეშე დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ ეს არ იყო ჩვეული და რიგითი დანაშაული? აი, კითხვები, რომელზეც არც ერთი უწყება პასუხს არ იძლევა, თუმცა ისინი, ვისაც პრესკონფერენციებზე ეძახიან, მსგავს კითხვებს რატომღაც თავს არიდებენ, "ალია ჰოლდინგს" კი, ისევე როგორც მიშისტი მინისტრები, არც ბიძინისტი ჩინოსნები "გვიგზავნიან მოსაწვევს".
ამ საქმეზე, რომელიც თავის არსში მართლა სკანდალური და სამარცხვინოა, სექსუალურად მომწიფებული პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს: "ვიდეოჩანაწერი იმის სადემონსტრაციოდ წარმოვადგინეთ, რომ ჩვენი განცხადება რეალურ საფუძვლებს ემყარება... რადგან ის ზნეობის თვალსაზრისითაც დასაგმობია". ვიცით და კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ამორალურობა"ზნეობის თვალსაზრისით დასაგმობია", მაგრამ თავის დასაზღვევად ვიღაცამ გამოძიებას მტკიცებულებების აფრიალება რომ არ მოსთხოვოს, საილუსტრაციოდ ვიღაცის პირადი უბედურების თუ ბედნიერების (ვისთვის როგორ) ამსახველი კადრების გამოქვეყნება აუცილებელია? აკი, ევროპა და ევროპული კონვენციებიო? პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე არაფერი სმენიათ, ნეტავ, სექსუალურად მომწიფებულებს, თუ მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხია მთავარი?
ტერმინი - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნაციონალების მოგონილი არაა და კანონი ცალსახად კრძალავს მტკიცებულებების სრულყოფილად გამოქვეყნებას გამოძიების ეტაპზე. ახლა ვინმეს შეუძლია თქვას, რომ პროკურატურამ სრულყოფილად არ გამოაქვეყნა მტკიცებულებები. კი, ბატონო, რამდენიმე კადრი გასაჯაროვდა მხოლოდ, მაგრამ შევხედოთ ამ საკითხს სხვა კუთხით: როცა იმ საზიზღარი კომუნისტების დროს მსგავსი (მაგალითად, გაუპატიურების ბრალდებით) სასამართლოები ტარდებოდა, სხდომა იხურებოდა ბრალმდებელი პროკურორის მოთხოვნით დაზარალებულთან შეთანხმებით, ან თავად დაზარალებულის მხარე ითხოვდა პროცესის დახურვას. არც ამ ნორმისა და არც გამოძიების ინტერესების გათვალისწინება იქნებოდა წარსულში დაბრუნების მცდელობა და ეს ვისვის და ყოფილ ადვოკატ არჩილ კბილაშ-ვილს კარგად უნდა სცოდნოდა. ან რა გახდა რამდენიმე ადამიანის - აკოს, გოკას და ნუგზარის, თეას და მარიამის ან მარიკას "დასკოჩვა"? თუნდაც ამათ ილაპარაკონ და მოითხოვონ გამოძიებისგან მტკიცებულებები, იგივეს არ სთხოვდა ხალხი ვანოს და ზურას? და თან მკვლელობების გამო და არა ვიღაცამ ვიღაცა ბუჩქებში რომ შეათრია, მაგრამ არც ერთხელ არ მომხდარა მტკიცებულებების აფიშირება, თუ არ ჩავთვლით სოსო თოფურიძის "პირდაპირ ეთერში დაკავების ფაქტებს" და ორსიტყვიან კომენტარებს, დავაკავეთ ესენი ამისთვის!
რა იმალება ამ კადრებში? "ალიას" მოპოვებული ინფორმაციით, ფირებზე აღბეჭდილია არა მხოლოდ ნაციონალების "დავერბოვკებული" ან "დასავერბოვკებელი" ადამიანები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ზოგიერთი კადრი გადაღებულია 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და არანაციონალებისგან! ე.წ. საქმეში ჩათრეულია 3 ათასამდე ადამიანი, ორივე, უკაცრავად, სამივე - კაცი, ქალი და "გამოცანა" სქესისა! ვინ არიან "მოქმედი გმირები"? შოუბიზნესის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები.
ვინ არის დაკავებული ამ საქმეზე? "ალიას" ინფორმაციით, გარდა მეგის ქარდავასა (რომელიც იძებნება), დაპატიმრების ბრძანება გაიცა და უკვე დააპატიმრეს სამი პირი, ერთ-ერთი თენგიზ გუნავას ბიძაშვილია, აბაშის რაიონის ყოფილი გამგებლის გურამ გუნავას შვილი, კაპიტანი თორნიკე გუნავა, იგი გენერალ კალანდაძესთან ერთად ასევე ფიგურირებს სამხედრო მოსამსახურეების წამების ერთ-ერთ ეპიზოდში. მეორე დაკავებულია მეტრეველი, ხოლო მესამე - კუჭუაშვილი!
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ეს სამი პიროვნება იყო მეგის ქარდავას ხელქვეითი, რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ აგენტები.
სქემა ასეთი გახლდათ: აგენტები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ, მთელი დღე ისხდნენ კომპიუტერებთან და არკვევდნენ, მათთვის "ზემოდან" მოწოდებულ სიაში ჩამოთვლილი ადამიანები რომელი სოციალური ქსელით სარგებლობდნენ. შემდეგ რეგისტრირდებოდნენ პირობითი სახელით, ვთქვათ, "ფეისბუქში", ეკონტაქტებოდნენ იმ ადამიანებს, ვისზედაც დავალება ჰქონდათ მიღებული. დაკონტაქტებამდე ხდებოდა დამუშავება ამ ადამიანის, გარკვევა, რომელი ორიენტაციის იყო, რამდენად ადვილად შეიძლებოდა წამოგებოდა ანკესს, აგენტები აწესრიგებდნენ მთავარ საკითხსაც - ვინ ვისთან დაეწყვილებინათ! იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ორი თვე "აბამდნენ", ზოგის "დასაკერად" ერთი კვირაც საკმარისი იყო. აგენტების მთავარი პროგრამა იყო - შეხვდე, იკოჰაბიტაციო, გადაიღო და მერე თუ გინდა, გააგრძელე კოჰაბიტაცია, თუ გინდა ჩარეცხე, მთავარია, გადაიღო და მიიტანო "ზემოთ". ტექსტები: გამარჯობა, როგორ ხარ? რა სიმპათიური ხარ? ტექსტი პასუხის მიხედვით იხვეწება და ბოლოს: გინდა ჩემთან ავიდეთ? არა? რა პრობლემაა, შენთან ამოვალ! ამის შემდეგ მიდის ჩალიჩი, "ჩემთან ამოდი"! ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება სულ არ გქონდეს საშუალება, ესეც რომ არა, უკვე ნდობაში ხარ შესული, თან არაფერს გთხოვს ისეთს და ერთხელაც ახვალ მასთან.
რა ხდება შემდეგ? ერთხელაც გიბარებენ "ზემოთ" და გეუბნებიან, მოიტანე ფული. ბიზნესმენებისგან ნაციონალები ისედაც და ასედაც იღებდნენ ფულს და ეს არ უჭირდათ, მაგრამ ვის აწყენდა დამატებითი შემოსავალი? უარს ამბობ? აგერ ფირები!
ხაზგასმით ვამბობ, აქ მხოლოდ გადახრილი ორიენტაციის ადამიანების დაშანტაჟებასთან არა გვაქვს საქმე, უბრალოდ, პროკურატურას, ალბათ, "დაავიწყდა" იმ კადრების "გამოფენა", სადაც ქალი და კაცია დაფიქსირებული, მათ შორის ჩინოსანთა ცოლებიც! მოკლედ, ცოლებს - ქმრებით, ქმრებს - ცოლებით, პედერასტებს კი ოჯახის წევრებით აშანტაჟებდნენ.
ყველაზე ცუდ დღეში მაინც პედერასტების მეწყვილეები იყვნენ: ცოლი ცოლად მოსჭრიდათ თავს და საზოგადოება, თავის მხრივ, ჩაქოლავდათ, ამიტომ ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიოდნენ. იყო ისეთი მომენტებიც, როცა რამდენიმე აგენტი ცალ-ცალკე ამუშავებდა ერთი და იგივე ადამიანს, ისე რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ.
"ალიასთვის" მოწოდებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როცა დაემთხვა აგენტების ერთ პირზე "შეტევა", რის გამოც "ობიექტი" დაფრთხა! იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა "ობიექტს" არ ჰყავდა ცოლ-შვილი და კაცი ქალთან თუ დაწვება, მისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ასეთ დროს თამაშდებოდა შემდეგი სცენარი: ქალი დაათრობდა მამაკაცს, მერე შესთავაზებდა მეორე ქალს, რომელსაც თან მოჰქონდა ხელოვნური სასქესო ორგანო და როცა ეს კაცი ერთ ქალთან იყო დაკავებული, მეორე ისე დადგებოდა ზურგსუკან კამერისკენ ზურგით, რომ ჩანდა ამ ქალის ხელის მოძრაობა. საბოლოო ჯამში, ვიდეოფირზე აისახებოდა კადრი: კაცი ერთ ქალთანაა, მეორე ქალი კი ამ კაცს უკნიდან ხელოვნურ ასოს "უკეთებს", სინამდვილეში ეს ასე არ იყო, მაგრამ ფირზე ასე ჩანდა. "ამას რომ გამოგიქვეყნებთ, მერე ნახე შედეგი", - ეუბნებოდნენ "ზევით" მსხვერპლს, ისიც, რა თქმა უნდა, ყველაფერზე თანხმდებოდა.
იყო ასეთი შემთხვევაც, როცა "ობიექტი" ვერ "დაკერეს", თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტა იყო. რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს, ყველაზე ადვილი "დასაკერი" ის კაცები აღმოჩნდნენ, ვინც კაცებთან დაწოლას ამჯობინებენ.
გადავიდეთ შემდეგ თემაზე: როგორ აღმოჩნდა ეს ფირები პროკურატურაში. "ალიასთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მეგის ქარდავას "დაერხა", მისი ქვემდგომების ქვემდგომებმა ფირების დიდი ნაწილი მიიტანეს "სადაც ჯერ არს" და განაცხადეს: შეგვეშვით და აგერ მტკიცებულებებიო.
მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა, აგენტებმა ყველა გზა არ მოიჭრეს და ფირების დიდი ნაწილი დაიტოვეს.
სამართლიანობისთვის მებრძოლი სამართალდამცველი, ნაცვლად იმისა ფირებიც დაეტოვებინა და ამ ფირების მომწოდებელიც, კრიმინალებს გაურიგდა, დასთანხმდა წინადადებას! რატომ? იმიტომ რომ ბევრი ოპოზიციონერი საჯაროდ გაწითლებას გადაერჩინა!
რა ბედენაა სხვების ოჯახები, როცა საძმოს უჭირს? ჰოდა, გადარჩეს საძმო! სხვების დედაც, ჯეკ!
შემდეგი ეტაპი: ფირების დიდი ნაწილის არსებობა ცნობილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ფირებზეა დაფიქსირებული. "ალიასთვის" მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით 300-მდე ფირზე ვინცაა ასახული, იმათთვის ნაციონალებს ეს ფირები არ უჩვენებიათ! ძნელია თქმა, რატომ, მაგრამ ეს ფაქტია. არის ვარაუდი, რომ ამ ფირებს ნაციონალები მსხვერპლებს არჩევნების შემდეგ აჩვენებდნენ, ამიტომ 300-მდე ადამიანი, ფაქტობრივად, არჩევნებმა იხსნა შანტაჟისგან.
მაგრამ რა ხდება ახლა? ამ სამასი ადამიანიდან ბევრი დაიბარეს და აჩვენეს ფირი, თან "გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე" (რა კარგი ტერმინია, არა?), სთხოვეს, გაიხსენონ, სადაა გადაღებული ეს ვიდეო და ვინაა პარტნიორი. მიღებულ შოკზე არაფერს ვიტყვი, ეს თავად წარმოიდგინეთ!
ფირების გადაღების მთავარი მიზეზი და მიზანი? შიში, მუდმივი შიში და ამ შიშის გამო ყველაფერზე წასვლა! ეს იყო ნაციონალიზმის მთავარი მიზანი და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იგივე მიზანი ამოქმედებს დღევანდელ სისტემასაც! იგივე მეთოდებით მიდის ბრძოლა, თუ ამას ბრძოლა შეიძლება დავარქვათ!
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფირებზე ასახულმა ტრადიციული თუ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებმა ამოისუნთქეს, ფაქტობრივად, ეგონათ, რომ ეშველათ. წესით, ფირები უნდა განადგურებულიყო, მაგრამ მოხდა კოჰაბიტაცია და ეს ადამიანები ისევ "დამანდრაჟდნენ". თქმა იმისა, რომ პედერასტებს ყველაფერი ეკუთვნით და ახია მათზე, ადვილია, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვისი ვისაშია, რა ჩვენი საქმეა? რაც უნდათ, ის ქნან მოფარებულში, ასეც უქნიათ... იმის თქმაც ადვილია, ამ ორიენტაციის ხალხს ვგმობთ ან არ ვგმობთ!
აქ მთავარი თემა სხვა რამეა - ნაციონალები რომ ნაძირალები იყვნენ, გასაგებია, მაგრამ შენ რატომ ჰბაძავ, რატომ მიდიხარ მათი გზით? ვინ უფრო დიდი ნაძირალაა - გადამღები თუ გამომქვეყნებელი?..
დაბოლოს, რატომ გამოქვეყნდა ახლა ეს ფირები? "ალიასთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ფირების გამოქვეყნებაზე "მარჩიელობა" ჯერ კიდევ დეკემბრიდან დაიწყეს, ერთნი ფიქრობდნენ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს ეს ამბავი (სხვა დროს ხომ რას ამბობ, ყველა საქმის კურსში გვაყენებენ), მეორენი თვლიდნენ, რომ ეს დაუშვებელი იყო, ამასობაში ვანოს აგენტმა ვანოსთან ამბავი მიიტანა და გამოხტა მიშა თავისი უაზრო კომენტარით შეყვარებულებისა და აყვანილი ბავშვის შესახებ. ამ "პრევენციის" გამო "საფლავი" გაიხსნა და ხელში ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასაც სამში გრძელი შერჩათ!
დიახ, ხალხს ორივე მხარე ამორალურად მიაჩნია, ასეთია სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმეტესობის შეფასება და სოციალური ქსელი მეორე საქართველო რომ არის, ვიცით უკვე, თუ ესეც სადავოა?