,,მოსკოვის ეკლესია უჩიჩხინებს ალიევს, თითქოს იგი ალბანეთის ისტორიული მემკვიდრეა და ალბანეთის ტაძრები თურმე არა მარტო ჰერეთშია, არამედ გურჯაანში, საგარეჯოში და ბოდბეშია''

,,მოსკოვის ეკლესია უჩიჩხინებს ალიევს, თითქოს იგი ალბანეთის ისტორიული მემკვიდრეა და ალბანეთის ტაძრები თურმე არა მარტო ჰერეთშია, არამედ გურჯაანში, საგარეჯოში და ბოდბეშია''

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა განმარტა, რომ მეუფე კირიონი შესაძლოა ცდებოდეს და არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად კარტოგრაფებისთვის მოღალატის იარლიყის მიწებება. მეტიც, თუ სინოდი ასე მიუშვებს სასულიერო პირების ნებისმიერ გამონათქვამს,  შესაძლოა, რუსეთმა ომის პერიპეტიები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიტანოს.

ნამდვილად ასე რთულადაა საქმე დავით გარეჯთან მიმართებით და რუსეთის ინტერესშია ამ თემის ზუსტად ახლა გამოცოცხლება? ამის შესახებ for.ge-ს თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი ესაუბრა.

ეს თემა ზუსტად ახლაა ხელოვნურად წამოწეული და მას აქვს მხოლოდ პოლიტიკური ელფერი. ამ პრობლემის წარმოშობის მიზეზი კრემლშია. კრემლის სურვილია, რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭიროს, საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭდეს აზერბაიჯანთან და ჩამოშორდეს აზერბაიჯანულ გაზს, პირდაპირ გაზპრომი შემოვიდეს კავკასიაში, რადგან სომხეთს გაზპრომი ამარაგებს. ფაქტობრივად, ამით რეგიონი რუსეთის იქნება. გარდა ამისა, კრემლის მიზანია, ეს კონფლიქტი სერიოზულ ფაზაში გადავიდეს, დაიძაბოს ურთიერთობა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, საბოლოოდ მშვიდობისმყოფელის მანტიით შემოვიდეს რუსეთი და მთელი რეგიონი მისი გახდეს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ხიდაშელს თავად ბიძინა ივანიშვილი ავალებს რუკების ჩამოტანას, ეს მარტო იმიტომ არ ხდება, რომ სააკაშვილს გაუფუჭონ რეპუტაცია, არამედ ეს პირდაპირ რუსეთში დაგეგმილი გეგმის განხორციელებაა. სამწუხაროდ, ამაში აქტიურ როლს თამაშობს საქართველოს ეკლესია, რომელიც, როგორც ყოველთვის, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებიდან და დღემდე გარეგნულად თითქოს დამცველია ეროვნული იდეების, მაგრამ რეალურად ყოველთვის დგას პრორუსული ხელისუფლებების და ადამიანების გვერდით. საპატრიარქო თავად პრორუსული ორგანიზაციაა, ბიძინა ივანიშვილს უკვე აღარ აქვს იმხელა ავტორიტეტი, რომ არჩევნების წინ შეუტიოს ოპოზიციას, ამიტომ მან ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ინსტიტუტს უნდა დაავალოს ამ საქმის განხორციელება და ეს არის ეკლესია. კირიონს აქამდე არ ახსოვდა გარეჯი, 2014 წელს მოუძებნია თურმე ეს რუკები, იმ რუკებით, რომლითაც კირიონი ლაპარაკობს, საქართველო სხვა ტერიტორიებს კარგავს, გარეჯის ეს ნაწილი, თითქოსდა, იმ რუკით საქართველოს შემადგენლობაშია, სამაგიეროდ, სხვა ტერიტორიებს კარგავს, გვაწყობს ჩვენ ასეთი რუკა?

დაახლოებით ათი წლის წინ მამა კირიონთან დავით გარეჯის თემაზე რამდენჯერმე მისაუბრია და მამა კირიონი მაშინაც არ მორიდებია დავით გარეჯის ტერიტორიის გაყიდვაზე, გადაცემაზე, დათმობაზე საუბარს.

_რისი დოკუმენტები აქვს მამა კირიონს? ფაქტები სადაა, როცა გაყიდვაზე ლაპარაკობს, ან ვინ ეკითხება ვიღაც ბერს სახელმწიფოებს შორის რა დონის მოლაპარაკება მიმდინარეობს? სააკაშვილი იმდენად გიჟი იყო, რომ გამოვიდა და მიჰყიდა ტერიტორიები აზერბაიჯანს? იცით, რას ნიშნავს ტერიტორიების გაყიდვა? ეს ხომ სახელმწიფო დანაშაულზე მეტია? რითი უმტკიცებენ ამას?! ჯერ ერთი, სააკაშვილის დროსაც და დღემდეც დემარკაციის თემა არ არის დამთავრებული და განსაზღვრული აზერბაიჯანთან. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი არ იყო დასრულებული.

ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ 200 000 მასშტაბის რუკა არ იყო სრულყოფილი და სხვა ტერიტორიების დათმობას გვაიძულებდა?

რომ ამბობენ, 500 ათასიანი რუკა, 200 ათასიანი რუკა, ეს ადგილები, რომლის თაობაზეც საუბრობს მამა კირიონი, შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ რამდენად აღიარებული იყო ეს რუკები, ეს სხვა თემაა. უკვე ჩნდება შეკითხვა, გვაწყობს კი ამ რუკის ფრიალი, თუკი სხვა ტერიტორიებს დავკარგავთ? მე არ ვარ კარტოგრაფი, მაგრამ კითხვები მეც მიჩნდება.

მაგრამ ჩვენ განა არ გვაწყობდა, თავისი სულიერი და კულტურული მისიიდან გამომდინარე, დავით გარეჯი შეგვენარჩუნებინა და სხვა მიწები დაგვეთმო?

კი, მაგრამ აზერბაიჯანი გვაძლევდა ამ ტერიტორიას? საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, იმ რუკების მიხედვით ვმოქმედებთ. სხვა მომენტია, თუკი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლური მოლაპარაკება წარიმართება და აზერბაიჯანი სხვა ტერიტორიის დათმობას დაგვთანხმდება და დავით გარეჯის სადავო მონაკვეთს გადმოგვცემს. ეს სახელმწიფოებს შორის თუ გადაწყდება, კარგი იქნება. შეიძლება ეს სადავო  მონაკვეთი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყოს, მაგრამ ქართველ კაცს არასდროს ჰქონია საფრთხე, ჩასულიყო იქ და მოელოცა, ან ღვთისმსახურება ყოფიყო, ეს საფრთხე ქალბატონმა ზურაბიშვილმა გამოიწვია, თავისი სულელური და გაუაზრებელი განცხადებებით, სააკაშვილის დროს ქართველ მომლოცველებს იქ შესვლის პრობლემა არ ჰქონიათ.

მიშას დროს იყო, როცა ქართველი მომლოცველები არ შეუშვეს დავით გარეჯში და მერე ნინო კალანდაძე გამოვიდა, რა ვქნათ, ის ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნისო.

კარტოგრაფი არ ვარ, მაგრამ გაერო რასაც აღიარებს, ეს ის ტერიტორიებია. მაშინ შეიძლება ჩვენ გავეკიდოთ და თურქეთს დავუწყოთ ბრძოლა, რამდენი ქართული ტაძარია იქითა მხარეს.

როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვერ გამოვიყენებთ იმ იურიდიულ ასპექტს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა თავისი ნების საწინააღმდეგოდ ტერიტორიების ჩამოჭრით?

_დიახ, ეს ყველაფერი ჩვენს საზიანოდ ხდებოდა, სტალინის და ორჯონიკიძის მეშვეობით გადაეცა ჰერეთი, საინგილო აზერბაიჯანს, ლორე სომხეთს, ყველაფერი მისცეს სხვებს, მაგრამ რა ვქნათ, ამას დავიბრუნებთ? ესკალაცია კი არ გვჭირდება, არამედ ნორმალური მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან.

უცნაურად ეჩვენებათ ცალკეულ ადამიანებს, რომ რუკები გამუდმებით ქრებოდა. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ და კარტოგრაფების როლზე ამ საქმეში?

როგორ შეიძლება სახელმწიფო დოკუმენტების ქრებოდეს, ესეც განგებ გავრცელებული ინფორმაციაა.  რასაც ამბობენ ამ მთავრობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები, არაფერს ფასი არ აქვს. ისინი იტყუებიან. კარტოგრაფები უდანაშაულონი არიან, ეს კამპანია მიმართულია არჩევნებისთვის. დამთავრდება არჩევნები და ეს თემაც მიყუჩდება. ეს თემა სათავეს იღებს მოსკოვიდან, რადგან ბაქოში არსებობს ბაქოს საარქიეპისკოპოსო ეპარქია_მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული მოსკოვის ეკლესია, რომელიც კარგა ხანია, თავს აცხადებს ალბანეთის მემკვიდრედ. რატომ აცხადებს, ეს სხვა თემაა, ის არანაირი ალბანეთის მემკვიდრე არ არის. ალბანეთი ძველი ქრისტიანული სახელმწიფო იყო დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს მოსკოვის ეკლესია უჩიჩხინებს ალიევს, რომ თითქოს იგი ალბანეთის ისტორიული მემკვიდრეა. ხოლო ის ტაძრები, რომლებიც რუსების თქმით, ალბანეთს ეკუთვნოდა, თურმე არა მარტო ჰერეთშია, არამედ არის გურჯაანში, საგარეჯოში, ბოდბეში, იქ აცხადებენ ეპარქიას. ამიტომაც იყო, როდესაც 2014 წელს ჰერეთის ეპისკოპოსად ჩვენმა სინოდმა გამოარჩია მღვდელი დემეტრე თეთრუაშვილი, ორ_სამ დღეში დაიბლოკა მისი ხელდასხმა. დღემდე ეს კაცი ისევ მღვდელია, ეპისკოპოსად აღარ სვამენ, რადგან მოსკოვმა ხელი დაუქნია საქართველოს საპატრიარქოს, არ გაბედოს დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეპარქიის შექმნა, ამ კაცის ხელდასხმა შეაჩერეს იმის გამო, რომ ჰერეთის ეპარქია მიიტაცა რუსეთმა, სადაც ცხოვრობს 500-ზე მეტი ქართული ოჯახი კახსა და ზაქათალაში. მათ წაართვეს საკუთარი ეპარქია და ეს დათმო ჩვენმა საპატრიარქომ. გარეჯის თემაც ზუსტად ესაა, აქ გვირტყამს რუსეთი. ალბანელები ძველი ქრისტიანები იყვნენ, ქალკედონელები, მართლმადიდებლები, მაგრამ შემდგომ მათი გასომხება მოხდა და საერთოდ აითქვიფნენ და დაიკარგნენ, ალბანური სახელმწიფოც გაქრა და მანდ წარმოიშვა აზერბაიჯანი.

 

 

 

 

გრიგორი ეგ ბარნოვი ნაცთეოლოგია! მითვის ამოსავალი წერტილი ნაცსექტის ინტერესებია ! რუსულ ინტერესებს ვინ უფრო ემსახურება, ქართული ეკლესია, თუ ნაცსექტა, ეს 2008 წელ გამოჩნდა. ეკლესიას რუსეთისთვის არაფერი გადაუცია, ხოლო ნაცსექტამ ქვეყნის ტერიტორიის 20% გადასცა !
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რამდენი უკუღმართია საქართველოში, პირდაპირ ტევა არაა!!!
ბარნოვი - "როგორ შეიძლება სახელმწიფო დოკუმენტების ქრებოდეს, ესეც განგებ გავრცელებული ინფორმაციაა. რასაც ამბობენ ამ მთავრობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები, არაფერს ფასი არ აქვს. ისინი იტყუებიან. კარტოგრაფები უდანაშაულონი არიან.." -
- ახლა ამას რა უნდა ელაპარაკო?! ეს არის ეკლესიის და საქართველოს მტერი?! საინტერესოა სად ხდება ამ ეკლესიასთან მებრძოლი ე.წ. თეოლოგების ტირაჟირება?!
4 წლის უკან
ლაზი გამოდის რომ იმ კომისიის წევრებს უნდა ვუმადლოდეთ, აზერბაიჯანის საზღვარი გურჯაანს აქეთ რომ არ გადმოიტანეს. ამ სტატიით ის ხალხი დასაჭერი კი არა გმირებად ყოფილან შესარაცხი.
4 წლის უკან
mamuka65 ვინ არის ეს გონებაჩლუნგი? ე.ი. მოსკოვი აქეზებს ალიევსო? მამაოებმა რა იციან დავითგარეჯის, მე ვიციო. სად პოულობთ ასეთ დებილებს?!
4 წლის უკან
trampi ეს კაცი რას ლაპარაკობს ......არა ააქვს მნიშვნელობა.......................
....ისე .რაა... .რუსის ჩათლახობა ახალიააააა?/
შეიძლება სხვაზე ,,ნაკლებია,, კოლუმბის ფონზე ანგელოზადაც შეიძლება სჩანს კიდეც, მაგრამ მაგათ ტვინებიდან რა გამოდის--გამოვა, ის საკითხავია??.....
შშშშათლახები..ფანდარასტები ....................რაც მე მაგათზე .............................................ერთი არ აცდეთ!!!
!მაგათი კუზი არასოდეს არ გასწორდება, არა
რო მახსენდება მაგათი რაღაცეები.......არა რააა, ქუნემ ეგენიც....... მტერი მტერია, შინაურიც და გარეულიც.....
4 წლის უკან
Maverick ეს ლაფათქოვი მაგარი ჭუჭულოგია, ბარით მიირთმენს მიხუილის განავალს!
4 წლის უკან
Katana "ხიდაშელს თავად ბიძინა ივანიშვილი ავალებს რუკების ჩამოტანას..... ეს პირდაპირ რუსეთში დაგეგმილი გეგმის განხორციელებაა. ამაში აქტიურ როლს თამაშობს საქართველოს ეკლესია.... საპატრიარქო თავად პრორუსული ორგანიზაციაა... კირიონს აქამდე არ ახსოვდა გარეჯი... რისი დოკუმენტები აქვს მამა კირიონს?ან ვინ ეკითხება ვიღაც ბერს სახელმწიფოებს შორის რა დონის მოლაპარაკება მიმდინარეობს? "
?
ამ კაცს ჯერ პოლიტექნიკური დაუმთავრებია, მერე სასულიერო აკადემიაში უსწავლია, მერე ათენში. გამხდარა დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი...
მიუხედავად ამისა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კურსს მარქსიზმ-ლენინიზმის სპეციალისტები უკითხავდნენ!
არც უფლის, არც საქართველოს სიყვარული მისთვის არავის ჩაუნერგავს.
4 წლის უკან