„თუ დავით გარეჯთან მიმართებით პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა, შეიძლება ამ ხელისუფლებამ იპატიოს ამ მეცნიერთა დასჯის ქმედება“

„თუ დავით გარეჯთან მიმართებით პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა, შეიძლება ამ ხელისუფლებამ იპატიოს ამ მეცნიერთა დასჯის ქმედება“

დღეს, როდესაც დავით გარეჯის თემა უკვე მერამდენედ გააქტიურდა და პროკურატურაც ჩაერთო საქმეში, ჩნდება ლოგიკური კითხვა, სად არის ჩვენი მეცნიერებათა აკადემია, ხმას რატომ არ იღებს?! მეცნიერები დუმილს ინარჩუნებენ, მაგრამ კითხვები ამ საქმესთან, როგორც ყველა გახმაურებულ საქმესთან მიმართებით, ბევრად მეტია.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე for.ge-ს ესაუბრება კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი.

ის პროცესები, რაც ამ სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში მიმდინარეობს, მხოლოდ ახლა გახდა სააშკარაოზე გამოსატანი და შემთხვევით დაემთხვა წინასაარჩევნო ვითარებას?

- ეს საკითხი აბსოლუტურად პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან საარჩევნო პროცესებთან და პიართან პირდაპირ კავშირშია, თუმცა ეს პიარი როგორც სასარგებლოა, ისე ანტიპიარიცაა, რადგან აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო მეცნიერთა და სახელმწიფო მოხელეთა ჩასმა ციხეში არშემდგარი დანაშაულის გამო, რადგან ფაქტია, მიწები არ გადაცემულია. საბოლოოდ არაფერი არ დარჩება ამ საქმიდან უარყოფითის გარდა და ვერანაირად ბოლომდე ვერ მიიყვანენ. ეს ხანგრძლივი პროცესია, მე პირადადაც ვიყავი შარშან გარეჯში და მამა კირიონმა ჩვენს ჯგუფს ყველაფერი მაშინვე მოუყვა, რუკებიც მაშინვე გვაჩვენა, მუდმივად მამა კირიონი ყველასთან დადიოდა, ხვდებოდა, ცდილობდა ამ საკითხის გაცოცხლებას და ბოლომდე მიყვანას. ეჭვი არ მეპარება, თვითონ კირიონი თავის ქმედებებში გულწრფელია, მაგრამ, უბრალოდ, ეს არის, ერთი მხრივ, სახელმწიფო ურთიერთობების და დიპლომატიის არცოდნა და დილეტანტიზმი, რაშიც მამა კირიონს ვერ დავადანაშაულებთ, პირიქით, იგი ძალიან გულანთებულია და ქართული კულტურისა და ისტორიის, სარწმუნოების გადარჩენა უნდა და ამისთვის იღწვის, მაგრამ, მეორე მხრივ, სრული აბსურდია, დაადანაშაულო ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ ჰქონდა, რაღაც ისე ჩაედინა, რაშიც მას დღეს ბრალს სდებენ. აბსოლუტურად საარჩევნო კონტექსტშია ეს გაკეთებული, ალბათ მიზანია, ყურადღების გადატანა, ამომრჩევლის განწყობაზე მოქმედება, შესაძლოა, ბევრი ჩიტის დაჭერას ცდილობდნენ ერთი ქმედებით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სრულიად უდანაშაულო ადამიანები არიან ამ საქმეში გახვეულნი.

მამა კირიონს სასულიერო პირთა ერთი ნაწილი თანამედროვე ექვთიმე თაყაიშვილად მიიჩნევს, რომელმაც განძი გადაურჩინა საქართველოს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც, რომ მამა კირიონი, თავისი გულწრფელობის მიუხედავად, კარტოგრაფი არაა და რუკებში ვერ გაერკვეოდა. როგორ ფიქრობთ, ქართული მხარე რატომ ვერ იყენებდა 1938 წლის ე.წ. ენკავედე-ს რუკას? რატომ დაიმალა და მიიჩქმალა ეს რუკა, თუკი ჩვენთვის არსებითი იყო?

- დავიწყოთ იმით, გადაარჩინა თუ არა მამა კირიონმა დავით გარეჯი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან ეს რუკა არის მხოლოდ დამატებითი არგუმენტის გაჩენა, ქართული მხარის მტკიცებით, ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ეს არგუმენტი რამდენად იმუშავებს, რამდენად სერიოზული იქნება, რამდენად რელევანტურია ეს რუკა იმის განსახილველად, რომ ამით ამტკიცო საზღვრების იქ გავლება, სადაც უნდა იყოს რეალურად, ეს სხვა საქმეა. ამას აჩვენებს დრო. თუ ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა, შეიძლება ამ ხელისუფლებამ იპატიოს კიდეც ასეთი ადამიანების დასჯის ქმედება, თუ არადა, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, ყოველთვის ექნებათ სათქმელი, რომ უდანაშაულო ხალხი გამოკეტეს ციხეში. სამშობლოს ღალატის ბრალდება ძალიან მძიმეა, თანაც ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც რომც უნდოდეთ, ხელი არ ეწიფებათ ამაზე. აქედან გამომდინარე, ექვთიმე თაყაიშვილობას არ ვიჩქარებდი მამა კირიონის მიმართ, მაგრამ მისი გულწრფელობის მართლაც მჯერა. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ბერის და სასულიერო მოღვაწის ძალისხმევას შეიძლება სახელმწიფო პირდაპირ დაჰყვეს და არ გადაამოწმოს მისი ნათქვამი. ის მაინც ხომ ყველამ იცის, რომ ჩადენილი არ არის დანაშაული, საზღვარი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია, ანუ შეიძლება რაღაც განზრახვა იყოს, მაგრამ განზრახვა არ ნიშნავს უკვე ჩადენილ დანაშაულს. თვითონ სამართლებრივი მიდგომაც საფუძველშივე არასწორია. დრო აჩვენებს, რამდენად რელევანტურია ეს ყველაფერი, ამას მოლაპარაკებები აჩვენებს, ამ საქმეში მარტო ჩვენი სურვილები არ კმარა, აქ აზერბაიჯანული მხარეც მონაწილეობს და მისი პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

კომისიის წევრების მიმართ ერთ-ერთი ბრალდება ისიცაა, რომ წამგებიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

- სად არის ეს ხელშეკრულება? ივერი მელაშვილს ვინ ეკითხებოდა ხელშეკრულებაზე ხელმოწერას? ეს არის ექსპერტი, რომელმაც, მაქსიმალური რაც შეიძლება გააკეთოს, დასკვნა დადოს. ის რუკებიც, რომლებიც 90-იან წლებში იხილებოდა, მარტო ხომ არ იხილებოდა? საქმე ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია. ის, რომ ერთ სასულიერო პირს ივერიმ არ ჩააბარა ანგარიში, სულაც არ ნიშნავს, რომ ივერი მოღალატეა, უბრალოდ, არ იყო ანგარიშვალდებული არაპროფესიონალ ადამიანთან დეტალურად ყველაფერი მოეყოლა.

რაც შეეხება რუკის გადამალვას, ესეც არ არის თქვენთვის არგუმენტი?

- როგორ შეიძლება? მაშინ უნდა დაადასტურონ, რომ რუკა გადამალეს, რადგან, თუ კირიონს არ აჩვენა რუკა, ეს არ ნიშნავს, რომ რუკა გადამალა. ივერი თვითონ იძახის, კომისიაზე ეს რუკა განვიხილეთ და ვცანით შეუსაბამოდო, ე.ი. კომისიაზე მარტო ხომ არ იჯდებოდა? მთელმა ჯგუფმა განიხილა ეს რუკა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როცა ამ კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამიტომ გადამალული როგორ გამოდის ის, რაც იცოდა კომისიის ყველა წევრმა? კი ბატონო, შეიძლება ივერის დასკვნას დაეყრდნენ, რომ ეს რუკა ვარგისია, ან არ არის ვარგისი, ეს კიდევ ცალკე საექსპერტო საკითხია და არა პროკურატურის და ციხის საკითხი. რამდენად შეესაბამება ეს რუკა განხილვას და რამდენად შეიძლება ამით დელიმიტაციის პროცესის წარმართვა, ექსპერტებმა ამაზე უნდა იმსჯელონ, მაგრამ არა ციხეში. ივერი ამბობს, რომ 1938 წლის რუკაზე დიდი ცდომილებაა გარკვეულ გეოგრაფიულ მონიშვნებზე. პროკურატურამ უნდა დადოს კომპეტენტური დასკვნა, ეს სიმართლეა თუ არა და ამ რუკით შეიძლება თუ არა ამის გაკეთება. თუ ეს რუკა აზერბაიჯანმა არ მიიღო და თქვა, ეს რუკა არ ვარგა და დაამტკიცეს ეს სპეციალისტებმა, გამოდის, წინასწარ რატომ ჩასვეს ასაკოვანი ადამიანი ციხეში?

როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის, ნინო კალანდაძის, ნიკა რურუას განცხადებები შემთხვევითია, რომ გარეჯის ნაწილი თურმე აზერბაიჯანის ტერიტორიაა? ხომ შეიძლება, ამ ორ ექსპერტს მართავდნენ ისინი და კომისიას აწერინებდნენ ხელს წამგებიან დასკვნებზე?

- კი ბატონო, მაგრამ მაინც შეთქმულების თეორიაა. ის რუკა, რომელზეც ივერი ლაპარაკობს და, რომელიც ახლა წამოატივტივეს, 90-იან წლებში, ანუ სააკაშვილამდეც იყო ცნობილი. რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფალთა ზემოაღნიშნულ განცხადებას, იმ პერიოდში აზერბაიჯანთან სტრატეგიული მეგობრობა და პარტნიორობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მათ შორის, ბუნებრივი აირის მოწოდებისა და რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მიღების მიზნით. ეს განცხადებებიც ამიტომ კეთდებოდა.

მაგრამ, რაც არ უნდა კარგი მიზნები ჰქონდეს სახელმწიფოს, არ შეიძლება ეს გაკეთდეს დავით გარეჯის გაყიდვის ხარჯზე.

- გეთანხმებით, დარწმუნებული ვარ, მაშინდელ ხელისუფალთ დავით გარეჯის საკითხი საპირწონედ არ ადარდებდათ, წუთიერი წარმატება უფრო მეტი იყო და რუსეთისგან უფრო მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მიღება. მაინც ვფიქრობ, ეს უკავშირდებოდა აზერბაიჯანიდან გაზის მიღების თემას და დროში ზუსტად ემთხვეოდა იმ პერიოდს, რუსეთმა გაზსადენი რომ აგვიფეთქა. აქ არ უნდა ვეძებოთ განსაკუთრებული შეთქმულება, რომ არიქა, ტერიტორიები გაყიდეს, არავინ არაფრის გამყიდველი არ არის, ამას არავინ აპატიებდა ამ მეცნიერებს. უბრალოდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც კომისიას ჰქონდა, მაშინდელმა პოლიტიკოსებმა, ჩემი აზრით, გააკეთეს განცხადებები. ფაქტია, რომ სდომოდათ, ხელს მოუწერდნენ და ამ ტერიტორიებს გადასცემდნენ კიდეც აზერბაიჯანს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli სათაური წავიკითხე. ვინ, რომელ მეცნიერებზე ლაპარაკობს ეს ბენდიანიშვილი?! ვინ არიან მეცნიერები?!
სამწუხაროდ ასეთი უკუღმა მოლაპარაკეები 1989 წელს შემდეგ ძალიან მომრავლდნენ!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა ხელშეკრულებაზე ლაპარაკობს?! კომისიას ან მის თავმჯდომარეს რა ხელშეკრულება უნდა დაედო?! კომისიამ დადო დასკვნა და მოაწერა ხელი. ეს დასკვნა არის ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო, თანაც არაობიექტური იმიტომ, რომ ეყრდნობა არა იმ მასალას რასაც უნდა ეყრდნობოდეს შევარდნაძე ალიევ უფროსის შეთანხმების შედეგად, არამედ რაღაც სხვას რის საფუძველზეც დაიწერა ის დანაშაულებრივი დასკვნა! რა არის აქ გაუგებარი?!
4 წლის უკან
Maverick კონფლი.დ.ქტოლოგი ზურაბ ბენდიანაშვილი:

"არ უნდა ვეძებოთ განსაკუთრებული შეთქმულება, რომ არიქა, ტერიტორიები გაყიდეს, არავინ არაფრის გამყიდველი არ არის, ამას არავინ აპატიებდა ამ მეცნიერებს. უბრალოდ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც კომისიას ჰქონდა, მაშინდელმა პოლიტიკოსებმა, ჩემი აზრით, გააკეთეს განცხადებები. ფაქტია, რომ სდომოდათ, ხელს მოუწერდნენ და ამ ტერიტორიებს გადასცემდნენ კიდეც აზერბაიჯანს."

აი, ამიტომ არის ფლიდოლოგი და ნაცმიდრეკილი.

მანანა, შვილო, დაანებე თავი ყორანის გათეთრებას...
4 წლის უკან
Katana . For Ge, რატომ უთმობთ ტრიბუნას ამისთანა დემაგოგებს და რატომ აძლევთ საშუალებას, მოახდინონ ანტიქართული, გამოკვეთილად ნაცმოძური ნარატივის ტირაჟირება?
თქვენ გიწვევთ ვინმე ნიკა გვარამიასთან და გაძლევენ საშუალებას, რომ "მთავარის" მაყურებელს ესაუბროთ მოძრაობა "დავასრულოთ!" -ზე?
ეს კაცი, თანამოაზრეებთან ერთად, უნდა ჩასვან დოჩანას "კარცერ ლუქსში" და ჩაურთონ აი, ეს ორნაწილიანი გადაცემა:
ბმული /> ბმული /> თუ არ უშველათ, მაშინ უნდა გადაიყვანონ ახალაიასეულ კარცერში!
4 წლის უკან
გრიგორი ამ "მეცნიერსაც" დედა უნდა მოუხნა! რამდენი გამყიდველი დაგვყავს და თანაც პატრიოტობას ჩემულობენ !!!!!! ეს კონფლიქტოლოდი კი არა @დედამოტყუნოლოგია@!
4 წლის უკან