კავკასიაში, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, საშინაო პოლიტიკაში შექმნილმა დაძაბულობამ, ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზეც იქონია გავლენა. აზერბაიჯანშიც კი, რომელიც თითქოს ამ ქვეყნებს შორის ყველაზე სტაბილურია, ათზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მთავრობის წინააღმდეგ ხმის ამოღება შეძლო, ხოლო დისიდენტი პოლიტიკოსები პროცესებზე უპრეცედენტო გავლენას ახდენენ და გარე სამყაროს საკუთარ გზავნილებს ატყობინებენ.
მაგრამ პოლიტიკური კრიზისი საქართველოსა და სომხეთში იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ და სფეროებში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან დემოკრატიული ფასეულობები.
ქართველმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ამას წინათ, 2012 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ გადასცა ძალაუფლება ახალ მთავრობას, ქვეყნის ვესტერნიზაციისთვის ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ამ რეფორმატორმა ლიდერმა მოსახლეობის უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ცხოვრების დონე ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი იმით მოიპოვა, რომ არჩევნებში მეზობლებთან გაწონასწორებული ურთიერთობისა და ხალხის კეთილდღეობის პირობა დადო. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ივანიშვილი მისდევს ძველი მთავრობის წევრების, სააკაშვილთან დაახლოებული ათობით პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის დაპატიმრების პოლიტიკას, ხოლო საზოგადოება სახელმწიფო აპარატის შემომტკიცების მისეულ ამ მცდელობას მიესალმება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ხელისუფლებებმა დაგმეს ასეთი ქმედება, როგორც არადემოკრატიული, ისინიც დიდად არ იმაღლებენ ხმას. უფრო მეტიც, ივანიშვილი მალევე შეუდგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციას და, როგორც ჩანს საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ამ მიზანს მიაღწევს.
მას შემდეგ, რაც დიალოგს რუსეთთან მწვანე შუქი აუნთეს და განაცხადეს, რომ მესამე ქვეყნის შუამავლობით შეუძლიათ მოლაპარაკებების დაწყება, პირველი შეხვედრა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ჟენევაში უკვე შედგა. ამ შეკრებას რუსეთში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,დიმიტრი კარასინს შორის, რუსეთი მიესალმა და ორივე ქვეყანა იმაზე შეთანხმდა, რომ პირველ რიგში განამტკიცებენ სავაჭრო ურთიერთობებს. რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება თანდათან და თუ ტენდენცია გაგრძელდება, მათ შეიძლება შეცვალონ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული განწყობები. და მართლაც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ივანიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსხვავებით წინა მთავრობისაგან, მან გამოაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უჭერს მხარს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა გახსნას აფხაზეთის რკინიგზა. საქართველოს სოჭის ოლიმპიური თამაშების ინიციატივა, ქვეყნისა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი, აფხაზეთის რკინიგზისადმი მისი დამოკიდებულენა, მხოლოდ სომხეთს ახარებს, მაგრამ აშფოთებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და აფხაზეთს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს განზრახული აქვს რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ადმინისტრაციების განაწყენების ხარჯზე.
რკინიგზა თბილისს სოხუმის გავლით დააკავშირებს რუსეთთან, ხოლო გიუმრის გავლით, სომხეთთან. ამ რკინიგზის ამოქმედება კეთილი ნების ნიშანია – ეს დაეხმარება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გიუმრის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებაში, გაამუჯობესებს ტრანსპორტირებას საქართველოს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის. მაგრამ თავდაპირველად რუსეთმა ამ წინადადებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, აფხაზეთი საერთოდ წინააღმდეგი იყო და მას ხაფანგს უწოდებდა, ხოლო აზერბაიჯანმა თბილისს მოუწოდა უფრო პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა საკითხს, რადგან შიშობდა, რომ სომხეთი ამ რკინიგზის მეშვეობით დახმარების დამატებით წყაროს შეიძენდა. და მართლაც ქართული რკინიგზა უმეტესად სომხეთსა და რუსეთს მოუტანს მოგებას.
საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევრო-ატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პრო-დასავლური მესიჯების გაგზავნას. ამ კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობისაა და კავკასიის რეგიონზე მთლიანად დიდ გავლენას იქონიებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბიძგები, რომლებიც საინტერესო იქნაბა თურქეთისთვის და შეიძლება გააჩინოს ბზარები გეოპოლიტიკურ ბალანსში.
სომხეთში დემოკრატიას თრგუნავენ
თებერვალშია დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რამაც ერთმანეთის პირისპირ ბევრი პოლიტიკოსი დააყენა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ (Civilitas Foundation) რომელიც სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა დააფუძნა და რომლის პოლიტიკურმა გავლენამ ამ ბოლო დროს ბევრი შეაშინა, თაღლითობის ბრალდებით, ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია გააძევეს პოლიტიკური სცენიდან, ოსკანიანის ძალაუფლება მისი ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ძალიან შემცირდა, ამ დროს კი კონკურენცია სხვა პოლიტიკოსებს შორის გრძელდება. ასევე სომხეთის პარტიის მდიდარმა ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა, ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ოლიგარქმა, თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში მოხსნა, როგორც ამბობენ, შანტაჟის გამო. მსგავსად ამისა, ბევრი სხვა პოლიტიკოსი ზეწოლის ქვეშ არის და თავისუფლად ვერ გამოხატავს თავის მოსაზრებებს. ამ პოლიტიკოსების ყველაზე აღსანიშნავი გამაერთიანებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთის ეფექტურ ურთიერთობებს მეზობლებთან და სურთ თავისი ქვეყანა რუსეთის გავლენისგან გაათავისუფლონ. როგორ ჩანს, წრე იმ ადამიანებისა, რომლებიც status quo-ს შენარჩუნებას უჭერენ მხარს, პრევალირებს, როგორც ყოველთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით გაუმჯობესებას არ უნდა ველოდეთ. არსებულ სისტემას ერევანში, რომელშიც ცალკეული პოლიტიკოსები და ოლიგარქები მონაწილეობენ, საბოლოო სიტყვა ეთქმის, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამ სისტემის აქტორები სულ უფრო ზრდიან პერსონალურ მოგებას და ვერ მართავენ ქვეყნის ეკონომიკას წარმატებით.
პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ გაათავისუფლონ სომხეთი გეოპოლიტიკურად ფესვგადგმული პრობლემებისგან, ნებისმიერი ხერხით აჩუმებენ.
ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში მომხდარ ცვლილებებს, მათ შორის ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას, ევრაზიის კავშირის შექმნისთვის რუსეთის მიერ გაწეული ძალისხმევას, მთიანი ყარაბახის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონის ქვეყნების პოლიტიკას დასავლეთთან მიმართებაში, სომხეთის პოლიტიკური გეზის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გარდა სომხეთის დამოკიდებულებისა რუსეთზე, ყურადღებით უნდა გაანალიზდეს ის პოზიტიური მესიჯებიც, რომლებიც ქვეყანამ გაუგზავნა ნატოსა და ევროკავშირს. უფრო მეტიც, სომხეთის ახალი პრეზიდენტის ვადა 2015 წლამდე გაგრძელდება, ამიტომ ახალი პრეზიდენტის პოზიცია თურქეთთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია.
თურქეთი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში, ზომებიც მიიღოს, რადგან დასავლეთისა და რუსეთის მოქმედებებმა შეიძლება განსაზღვროს თურქეთის პოზიცია რეგიონში.