ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ, ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების ფონზე მიაღწია

ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ, ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების ფონზე მიაღწია

ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის მიერ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოქვეყნებულ ინდექსებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება, კიდევ უფრო დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ქართული ოცნების“ გუდნმა და მთლიანად ქვეყანამ, მას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების ფონზე მიაღწია.

ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელია იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებებისა და კრიტიკის ფონზე მიაღწია.

ამას გარდა, აღნიშნული კვლევის შედეგები შავით-თეთრზე ამტკიცებს იმას, რაზეც უკვე კარგა ხანია ღიად ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირს ორმაგი სტანდარტი აქვს - ერთი მხრივ, დიფ სთეითის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, მათი ადგილობრივი წარმომადგენლები საქართველოში, დემოკრატიის უკუსვლაზე და ლამის ქვეყნის დაქცევაზე საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტისთვის, მეორე მხრივ კი, მყარ, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებულ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშში“ თვალსაჩინოდ ჩანს ის წინსვლა, რასაც საქართველომ ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველგან, სადაც საქართველოს პროგრესის შეფასება რეალურ მონაცემებსა და ანალიზზე დაყრდნობით ხდება, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ არაერთ ქვეყანას. როგორც კი საქმეში პოლიტიკური მდგენელი, ანუ დიფ სთეითის მიერ მართული ევრობიუროკრატია ერთვება, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე იწყება საუბარი, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია და ამას ზემოხსენებული ანგარიშიც ადასტურებს.

საზოგადოებას ახსოვს, როგორ გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, შემდეგ კი გამოაქვეყნეს შეფასების ანგარიში, სადაც ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქულათა სისტემით საქართველო მოწინავე იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა სტატუსმინიჭებულ მოლდოვას და ბოსნიას.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.