ნოღიდელმა 3.50 ლარში 70 თეთრი გადაიხადა, 70 თეთრში – არაფერი

ნოღიდელმა 3.50 ლარში 70 თეთრი გადაიხადა, 70 თეთრში – არაფერი

პროგრამა “კარდაკარი”, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას ისახავდა მიზნად, არჩევნებამდე დასრულდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროგრამის მონაწილე მოქალაქეთა ნაწილს კუთვნილი ანაზღაურება ჯერაც არ მიუღია. ნოღაიდელის პარტიის “სამართლიანი არჩევნების” მიერ შრომითი უფლებების დარღვევებზე “კარდაკარ” პროგრამის ერთ-ერთი რუსთაველი მონაწილე საუბრობს.

“ჩვენ დავდიოდით და მართლაც, რომ კარდაკარ ვამოწმებდით ამომრჩეველთა სიებს. ვავსებდით ანკეტებს და დროულოდ მიგვქონდა ოფისში. თავიდანვე გვითხრეს, რომ ერთ ოჯახზე, ანუ ერთი ანკეტის შევსებაზე პარტია გადაგვიხდიდა 70 თეთრს. ჩემთან ერთად დედაჩემიც მუშაობდა. არც ერთ ჩვენგანს და არც სხვა პროგრამის მონაწილეებს ერთი თეთრიც არ მიგვიღია მაგათგან.

ჩემ შემთხვევაში არ არის დიდ თანხაზე საუბარი, რადგან ბევრი ოჯახი ვერ შევამოწმე, მაგრამ არიან ქალბატონები, რომელთაც 600-700 ლარი აქვთ მისაღები. დიდი შრომა ჩადეს ამ საქმეში და არაფრით დაუფასდათ. თუ არ ჰქონდა პარტიას საშუალება ჩვენთვის ანაზღაურება მოეცა ეს თავიდანვე უნდა ეთქვათ” - საუბრობს პროგრამა “კარდაკარ”-ის “სამართლიანი საქართველოს” მონაწილე ნინო კვირიკაშვილი.

აღნიშნული პროგრამისთვის თანხა პარტიებს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადასცა. შესაბამისად, პარტია შიდა ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც, დასაქმებულ ადამიანებს, ანაზღაურებაზე უარს ვერ ეტყოდა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ნოღაიდელის პარტიამ მის მსგავსად სიების გადამოწმებაში ჩართული სხვა რუსთაველი მოქალაქეებიც მოატყუა. 

ქვემო ქართლის გარდა “სამართლიანი არჩევნების” მიმართ საკუთარი პრეტენზიები კასპის, გურჯააანის, თერჯოლის, გორის და თბილისის ორგანიზაციების წევრებსაც აქვთ.

“სამართლიანი საქართველოს” წევრები ყრილობის მოწვევას და პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ. პროგრამა “კარდაკართან” დაკავშირებით ნოღაიდელის პარტიის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნატო ხოხიაშვილმაც ისაუბრა. მან ნოღაიდელს ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი. “არჩევნების დროს “კარდაკარ” პრინციპით ამომრჩეველთა აღრიცხვის დროს ერთ ოჯახზე დონორი ორგანიზაციები იხდიდნენ 3.50 ლარს. ნოღაიდელი კი მხოლოდ 0,70 თეთრს აძლევდა აქტივისტებს. გვაინტერესებს, სად წავიდა ეს თანხა და ვითხოვთ ფინანსურ დოკუმენტაციას” – აცხადებს “სამართლიანი საქართველოს საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნატო ხოხიაშვილი.

როგორც ჩანს, დედაქალაქიგან განსხვავებით ნოღაიდელს რუსთაველებისთვის 70-თეთრიც დაენანა.