ავღანეთის მთავრობამ ციხეებიდან კიდევ 300 თალიბი გაათავისუფლა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, შედეგად ქაბულმა უკვე 4 900 მებრძოლი გაათავისუფლა. პარასკევს ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში ციხეებიდან „თალიბანის“ 500 მებრძოლი გავა.
მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლის შესახებ ქაბულში აპრილის დასაწყისში დაიწყო. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.