მიხეილ ლეონტიევი - ივანიშვილი რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება

მიხეილ ლეონტიევი - ივანიშვილი რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება

უსი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მიხეილ ლეონტიევი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის კაცს უწოდებს და მიაჩნია, რომ პრემიერი რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება. ამის შესახებ პოლიტოლოგმა "კომსომოლსკაია პრავდასთან" ისაუბრა.

"საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელიც რუსეთში გაიზარდა, დაკავშირებულია რუსეთთან და რომელიც რუსეთის გარეშე ვერაფერს გახდება - ეს ბორის ივანიშვილია. საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ამერიკელმა მფარველებმა ივანიშვილს გამარჯვების უფლება მისცეს, სააკაშვილს კი ზეწოლის განხორციელება აუკრძალეს. ეს იმიტომ, რომ ამერიკელებს რუსებთან შეთანხმება სურთ. რაც შეეხება ნატოს... ცუდი ამბავი მათთვის, ვისაც დასავლეთის უკანალის ლოკვის მსურველთა რიგში ჩადგომა სურთ, ისაა, რომ რიგი შეწყდა. როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბინებზე რიგი შეწყდა. ასე შეწყდა ვაშინგტონის უკანალის მლოკავთა რიგიც, რადგან უკანალი ყველას არ ყოფნის, მათ ახლა ამის დეფიციტი აქვთ.... აშშ-ს სურს მსოფლიოს უძლიერეს ზესახელმწიფოდ დარჩეს, ამისთვის კი ზედმეტი ტვირთისგან, ასევე უსარგებლო და მეორეხარისხოვანი ვალდებულებებისგან გათავისუფლებაა საჭირო. საქართველო უკვე აღარ არის პირველხარისხოვანი ამოცანა, ეს რუსეთთან შეთანხების საგანია. ივანიშვილი კომპრომისია, არა ქართველებს შორის, არამედ რუსეთსა და
ამერიკას შორის, ვინაიდან მათ უკვე აღარავინ დარჩათ, ვისთანაც კომპრომისზე წავლენ. იგივე შეიძლება ითქვას ბალტიისპირეთზეც", - განაცხადა ლეონტიევმა.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველო რუსეთის გარეშე ვერ იარსებებს, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ უზრუნველყოფს.

"საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა ფიზიკურად არ შეუძლია, რუსეთისგან დამოუკიდებლად და არა მის მეზობლად. როგორ უზრუნველყოფს ნატო საქართველოს მთლიანობას მის შემადგენლობაში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, აჭარისა და ჯავახეთის არსებობის პირობებში, როგორ უზრუნველყოფს ის იმ ქვეყნის ერთიანობას, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ოსები, აფხაზები, აზერბაიჯანელები, სომხები, აჭარლები...? ვერანაირად! საქართველო ნატო-სთვის საინტერესოა მხოლოდ როგორც პლაცდარმი რუსეთზე ან ირანზე თავდასხმისთვის. ისევე, როგორც ყირგიზეთი და ტაჯიკეთი სჭირდება ნატო-ს, როგორც ჩინეთთან უახლოესი მისადგომი. მათ იქ მეტი არაფერი აინტერესებთ", - აღნიშნა ლეონტიევმა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.