სამხრეთ აფრიკის პოლიციამ მალმსბერის ციხიდან გაქცეული ყველა პატიმარი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ დღეს სამართალდამცველებმა 60 გაქცეულის დაკავება მოახერხეს, შემდეგ კი ციხეში დარჩენილი 8 პატიმარიც დააბრუნეს.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. რამდენიმე პატიმარმა ციხის სამი ზედამხედველი საკანში გამოკეტა და დანარჩენ პატიმრებს საკნები გაუღო.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ქაოსის დროს ერთი ადამიანი უბრალოდ სხვის საკანში ჩაიკეტა და ციხე არ დაუტოვებია.