სომხეთში კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსის 451 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხური მედიის ცნობით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 36 613 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, სულ კი COVID-19-ს ქვეყანაში 692 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსი 25 734 პაციენტმა დაამარცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.