ჩინეთის ხელისუფლებამ აშშ-ს ქალაქ ჩენდუში აშშ-ის გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„24 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს ქალაქ ჩენდუში აშშ-ის გენერალური საკონსულოს საქმიანობის ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 21 ივლისს ამერიკულმა მხარემ ცალმხრივად გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი და ჩინეთს ჰიუსტონში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა.
„ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპების სერიოზული დარღვევაა“, - აღნიშნეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.