გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს სიტუაციის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებს. როგორც გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, გენერალურმა მდივანმა საგტელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან.
„გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული და;პირისპირების გამო. ანტონიო გუტერეშმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა სტეფან დიუჟარიკმა.
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.