გოგა ხაჩიძე:

გოგა ხაჩიძე: "ოე! ადამიანებო!... ახალ სისტემაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩოო.."

პარალმენტარი გოგა ხაჩიძე პატიმრის თვითმკვლელობას "ფეიბსუქზე" გამოეხმაურა.

"ახლა მოვისმინე, ერთ-ერთმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩოო...
აი, ასე გვესმოდა ხოლმე ყველას "რაღაცეები"... ამბები, თითქოს სხვა სამყაროდან; ამბები, რომლებსაც ნიუსებად და ჭორებად უფრო აღვიქვავდით, ვიდრე რეალობად; ასეთი ამბებით გროვდება დიდი თავზარი...
ადამიანმა თავი ჩამოიხრჩო, ან ჩამოახრჩვეს, ან აიძულეს, ან კიდევ ათასი უბედურება... რა მნიშვნელობა აქვს?! ფაქტი ისაა, რომ ვიღაცის სიცოცხლე დამთავრდა, ან დაამთავრეს...

ჩვენ კი რას ვშვებით?! ჩვენთვის სიცოცხლე გრძელდება, ახალი წელი მოდის, ათასი საზრუნავი და სამხიარულოა...
გაივლის დრო, მერე რომელიღაც "ბედუკაძე" ჩამოხრჩობების, ცემა-ტყეპების, წამებების, გაუპატიურებების შავ-თეთრ კოლაჟს გვაჩვენებს, სხვა პრობლემებითაც შეწუხებულები ვიქნებით და ერთიანად ამოვხეთქავთ:
"სისტემა უნდა დაინგრეს!"
"სისტემა უნდა დაინგრეს!"
მოვაწყობთ ივენთებს, დავწერთ სიმღერებს, ვიკივლებთ, დავამტვრევთ, ვაგინებთ, ვიხტუნავებთ, გადავიღებთ კლიპებს და დავდგამთ საპროტესტო ცეკვებს....

ოე! ადამიანებო!... ახალ სისტემაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩოო...
შეიძლება არც ჩამოიხრჩო, შეიძლება ჭორია, შეიძლება დეზინფორმაციაა, არ ჩამოიხრჩობდა რა სისულელეა, თუ ჩამოიხრჩო ალბათ ეგრე ერჩივნა....
რა მნიშვნელობა აქვს, საკუთარი თვალით ჯერ ხომ არ გვინახავს, თანაც ახალი წელი მოდის..." - წერს ხაჩიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

დღეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და
მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში
სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა.