სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება. როგორც ადილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები.
12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.