უხანელმა მეცნიერებმა დასავლეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს – სტივ ბენონი

უხანელმა მეცნიერებმა დასავლეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდეს – სტივ ბენონი

უხანის ლაბორატორიის მეცნიერები დასავლეთს ჩაბარდნენ და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სპეცსამსახურებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის საფუძველზეც დასავლეთი პეკინის წინააღმდეგ სერიოზულ ბრალდებას ამზადებს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, სტივ ბენონმა განაცხადა.

„ისინი მედიას კომენტარს ჯერ არ აძლევენ, თუმცა მეცნიერებმა, რომლებიც დასავლეთში გაიქცნენ, კორონავირუსის წარმოშობასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირის შესახებ მტკიცებულებები წარმოადგინეს. ვფიქრობ, ხალხი შოკში იქნება,“

ჯერ კიდევ მარტში, ნობელის პრემიის ლაურეატი, ფრანგი მეცნიერი, ლიუკ მონტანიე აცხადებდა, რომ ვირუსი ჩინურ ლაბორატორიაში იყო შექმნილი. კორონავირუსს „ჩინურ ვირუსს“ უწოდებს თეთრი სახლის ლიდერი და ჩინეთის ხელისუფლებას ეპიდემიაზე დაგვიანებული რეაგირების გამო აკრიტიკებს, თუმცა ვირუსის ხელოვნურად შექმნაში ტრამპს პეკინი, ჯერჯერობით, არ დაუდანაშაულებია.