რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის მოსახლეობისთვის თვის ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივას ვეტო დაადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
ინიციატივით გერმანია და ბელგია გამოდიოდნენ. მოსკოვი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ცდილობს დაბლოკოს ჰუმანიტარული დახმარების მოქმედი მოდელი, რომელიც თურქეთის საზღვრის გავლით მიწოდებას გულისხმობს და, შესაბამისად, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ხვდება.
ბელგიამ და გერმანიამ ბაბ ალ-სალამისა და ბაბ-ალ ჰავას გამშვები პუნქტების მუშაობის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების ინიციატივით გამოვიდნენ, მანამდე კი რუსეთი მხოლოდ ბაბ ალ-სალამის პუნქტის გამოყენებას ითხოვდა.