დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

დიდ ბრიტანეთში ტერაქტების მომზადებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 კაცი დააკავეს. სკოტლენდ-იარდის განცხადებით, 17, 27 და 31 წლის ეჭვმიტანილები ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, 32 წლის კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავე კი ლესტერშირის საგრაფოში დააკავეს.

9 ივლისს კი სასამართლომ მანამდე გამართლებულ ისლამისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 27 წლის მოხიუსანატ ჩაუდჰარი, რომელიც ადრე Uბერ-ში მძღოლად მუშაობდა, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმზე, ტურისტულ ავტობუსზე ან გეი-აღულმის მონაწილეებზე თავდასხმას გეგმავდა.