ჯოშუა ტეილორსა და ბრენდონ დინგმანს, 1 ივლისს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ელექტრო შოკის ჭარბი გამოყენების შედეგად მათ 28 წლის ჯარედ ლაკის სიცოცხლე იმსხვერპლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ოფიცრებმა ელექტრო შოკები 50-ზე მეტჯერ გამოიყენეს, რაც ძალის გადამეტება იყო და როგორც დოკუმენტში წერია ეს სიკვდილის გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
უბედური შემთხვევა 2019 წლის 4 ივლისს მოხდა.
დაკავებიდან მალევე ორივე ოფიცერი $250,000-იანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუ ეჭვმიტანილებს ბრალი დაუმტკიცდებათ, მათ 10 წლის ციხეში გატარება მოუწევთ.