ბოლო 24 საათში ცენტრალური აზიის ქვეყნებში კორონავირუსით 2 355 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ცენტრალური აზიის ქვეყნებში კორონავირუსით 2 355 ადამიანი დაინფიცირდა

ცენტრალური აზიის ქვეყნებში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 2 355 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 60 099-ს შეადგენს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამ დროისთვის ყაზახეთში 40 075 ინფიცირებულია, ყირგიზეთში 6 767, უზბეკეთში, 9199, ტაჯიკეთში კი - 6 068. ამ ქვეყნებში ინფექცია 343 ადამიანი ემსხვერპლა, 28 156 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.