დონალდ ტუსკი: კარგად ვიცნობ ტრამპს, ამიტომ ბაიდენის წარმატებისთვის ვლოცულობ

დონალდ ტუსკი: კარგად ვიცნობ ტრამპს, ამიტომ ბაიდენის წარმატებისთვის ვლოცულობ

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის წარმატებისთვის ლოცულობს. ამის შესახებ ტუსკი Twitter-ზე წერს.

„ყოველთვის მჯეროდა რესპუბლიკური იდეალებისა და ამერიკის სიდიადის: როგორც „სოლიდარობის“ ანტიკომუნისტ წევრს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. რეიგანი ჩემი გმირი იყო. ძალიან კარგად ვიცნობ დონალდ ტრამპს, სწორედ ამიტომ ვლოცულობ ჯო ბაიდენის წარმატებისთვის“, - წერს ტუსკი.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.