ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამუშაო ადგილების ზრდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისა მოხსნისა და ეკონომიკის გახსნითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა.
ეკონომისტების პროგნოზით, ივნისის თვეში ამერიკაში 1 მილიონიდან 3 მილიონამდე სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, ივნისში 558 000 ადამიანი უმუშევრად დარჩა, რამაც უმუშევრობის საერთო რაოდენობა 2.8 მილიონამდე გაზარდა.