ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო ჩაკეტილი გიზის პირამიდები 3-თვიანი პაუზის შემდეგ დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ვიზიტორებმა ამისთვის რამდენიმე წესი უნდა დაიცვან. კერძოდ, მათ და მათ ჩანთებს დეზინფექცია ჩაუტარდება. ამასთან, გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. სამშაბათიდან კი ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
ეგვიპტეში იმედი აქვთ, რომ ღირშესანიშნაობების გახსნა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სექტორის აღდგენას შეუწყობს ხელს.