მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა

მიანმარში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

გამოცმის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მომუშავე მაშველებმა უკვე 113 ცხედარი აღმოაჩინეს. ამასთან, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაწყებიდან ცოტა ხანში, ძლიერი წვიმის გამო შეწყდა.

ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა, როცა ნეფრიტის შახტთან ასობით ადამიანი დიდი ფირმების მიერ დატოვებული მინერალის ნარჩენებს ეძებდა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები 50 დაღუპულის შესახებ.