თურქეთში, ტბა ვანზე, ქვეყნის აღმოსავლეთით, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. ამის შესახებ თურქული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით წერს.
გემზე 60-მდე არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. 6 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩაძირული გემი ტბის ფსკერზე 110 მეტრის სიღრმეზეა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.