გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 647 849-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 154 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 9 329-ს აღწევს. ამასთან, 412 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.