აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 382 000-ს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 382 000-ს გადააჭარბა

აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 382 190-ს მიაღწია. ამის შესახებ Africa News-ი იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ინფექციით 9 664 ადამიანი გარდაიცვალა, 182 553 კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ აფრიკაში კორონავირუსის მსხვერპლი შესაძლოა 83-დან 190 მილიონამდე ადამიანი გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.