ეგზიტოლების თანახმად, პოლონეთში გამართულ საპრეზდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხმების 41,8 მოიპოვა, მის მთავარ კონკურენტს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის კი ამომრჩეველთა 30,4%-მა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. იმის გამო, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელი მინიმუმ 50%-ის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა შეძლო, 12 ივლისს მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს სწორედ დუდა და ტშასკოვსკი დაუპირისპირდებიან.
პოლონეთის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.