რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ხოლო ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„დაახლოებით 40 თანამშრომელი დაინფიცირდა კორონავირუსით. შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადების მსუბუქი ფორმები იყო. ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, ეპიდემიის გავრცელების გამო უწყების თანამშრომელთა დაახლოებით 50% დისტანციურად აგრძელებს მუშაობას.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 641 156 შემთხვევა დადასტურდა, 403 430 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 166 კი გარდაიცვალა.