აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ძეგლების დაცვის შესახებ, რომელიც ვანდალებისთვის ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.
„პატივი მერგო, ხელი მომეწერა ძალიან სერიოზული ბრძანებისთვის ამერიკული მონუმენტების, მემორიალებისა და ძეგლების დაცვის შესახებ. ამ უკანონობის ჩამდენებს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
23 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ პირების დაკავების განკარგულება გასცა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ძეგლებს ანადგურებენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე ისტორიული და საზოგადოებრივი მოღვაწეების არა ერთი ძეგლი განადგურდა.