შოტლანდიის პოლიციის ინფორმაციით, გლაზგოს ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ტერორიზმის კვალი არ იკვეთება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები მომხდართან დაკავშირებით არავის ეძებენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ თავდამსხმელი მარტო, თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა.
ინციდენტი გლაზგოში 26 ივნისს მოხდა. დანით შეიარაღებულმა კაცმა ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც თავშესაფრის მაძიებლები იყვნენ განთავსებულები 6 ადამიანი დაჭრა. ადგილზე 2 წუთში მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელი გაანეიტრალეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია კიდევ 2 დაღუპულის შესახებ, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით, ყველა დაშავებული ცოცხალია.