ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ზე მეტს აღწევს. ამის შესახებ BBC იტყობინება. თავდაპირველად 23 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
ტრაგიკული შემთხვევა ბიჰარის შტატში მოხდა. დაღუპულთა უმრავლესობა ადგილობრივ ფერმებში მუშაობდა.
ანალოგიური ინციდენტი მოხდა ბიჰარში გასული წლის ივლისშიც. მაშინ მეხის ჩამოვარდნას 39 ადამიანი ემსხვერპლა.