თეირანის მახლობლად სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზის საცავი აფეთქდა

თეირანის მახლობლად სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზის საცავი აფეთქდა

თეირანის მახლობლად სამხედრო კომპლექსის რაიონში გაზის საცავი აფეთქდა. ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიას თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადა. იტყობინება Reuters-ი.

მისივე ცნობით, აფეთქება პარჩინის ზონაში მოხდა, რომელიც თეირანიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ ირანმა წლების წინ სწორედ აქ ჩაატარა ატომური ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული ცდები, რასაც თეირანი უარყოფს.

ირანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.