დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს „გიჟი“ უწოდა

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონს „გიჟი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში „გიჟი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჯონ ბოლტონს მხოლოდ ერთი რამ - ხალხის დაბომბვა სურს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მას კარგად არ უმუშავია. ის არ იყო ჭკვიანი. ის არ იყო სხარტი. ერთი წლის განმავლობაში ვიცნობდი და ამ ხნის განმავლობაში გაღიმებული არასოდეს მინახავს. ერთხელ ვკითხე: „ჯონ ოდესმე თუ იღიმი?“ - თქვა ტრამპმა.

ინტერვიუს სრული ვერსია Fox​-ის ეთერში დღის ბოლოს გავა.

აშშ-ის პრეზიდენტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის ურთიერთობები ჯონ ბოლტონის წიგნმა, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ გამოიწვია. ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ბოლტონის მემუარებში საიდუმლო ინფორმაციაა გასაჯაროებული. თავად ბოლტონმა კი აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას ტრამპის კონკურენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცემს.