გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსი 759 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
ჯამში ქვეყანაშიში ვირუსი 23 274 ადამიანს დაუდასტურდა, 410 გარდაიცვალა, მათ შორის 13 ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოჯანმრთელდა 12 149 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.