იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ტარო კანოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს. ინფორმაცაიას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ბოლო დროის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე კიმ ჩენ ინის გადაადგილება საკმაოდ უცნაური იყო. ეს უკავშირდება იმას, რომ ფხენიანის ლიდერი ცდილობს, კორონავირუსით არ დაინფიცირდეს, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეაში ვირუსის ეპიდემია მძვინვარებს. იაპონია, აშშ და სხვა ქვეყნები ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას ერთმანეთს აწვდიან“, - განაცხადა ტარო კანომ.
კითხვაზე, რას უკავშირდება ეს ეჭვები, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე ვერ ისაუბრებდა.