ლონდონში არალეგალური ქუჩის წვეულების დაშლისას 22 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველები ქალაქის სამხრეთით, ბრიქსტონში ვითარების შესამოწმებლად მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხმაურის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გაირკვა, რომ ადგილზე მუსიკალური წვეულება მიმდინარეობა, რომელთა ჩატარებაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალულია.
ღონისძიების მონაწილეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ და მათი მანქანები დააზიანეს. 2 პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 4 ადამიანი.