2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის კამპანიის პრესმდივანი თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ჰოგან გიდლი იქნება. ამის შესახებ ტრამპი Twitter-ზე წერს.
„ჰოგან გიდლი 1-ელ ივლისს თეთრ სახლს დატოვებს და ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის პრესმდივანი გახდება. ის ძლიერი, ერთგული და სანდო წევრია იმ გუნდისა, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს გასწევს. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები!“ - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის მეტოქე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი იქნება.